| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, პროექტებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
მათ შორის იყო ოთხი საგნის ინტეგრირებული პროექტი - „ბუნება ცოცხალია, მასაც სტკივა“. პროექტის იდეა მე-6 და მე-7 კლასებში გაჩნდა.
თემა სამყაროს მიმართ დაუდევრობასა და ბუნებასთან თანაგანცდის სისუსტეს ეძღვნებოდა სხვადასხვა ნაწარმოების გამოყენებით (ვ. ფშაველა, ია მე-6 კლასი, რ. ინანიშვილის „ტყის შვილები“).
„ლიტერატურას მეტი შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ათასნაირ ლაბორატორიებსა და დანადგარებს. ეს ჭეშმარიტება უნიჭიერესმა მწერალმა - გურამ დოჩანაშვილმა ბრძანა. და სწორედ ლიტერატურა „მასპინძლობდა“ პროექტს, რომლის სახელწოდება იყო „ბუნება ცოცხალია, მასაც სტკივა“. სტუმრები კი იყვნენ: გეოგრაფია, ისტორია, მუსიკა (საგნის მასწავლებლები :ი. ლომაია,ი. აბრალავა,თ.მიქავა ,ფ.კვირიკაძე)“, - გვიყვებიან სკოლაში.
ერთ ჭრილში აღქმული სამყარო, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ლიტერატურამ, გეოგრაფიამ, მუსიკამ და ისტორიამ მრავალფეროვან კონტექსტში წარადგინეს.
საინტერესო პრეზენტაციებმა, მოსწავლეთა ხელით შექმნილმა მაკეტებმა, ესეებმა, დიდი შემეცნებითი დატვირთვით წარმოდგენილმა გეოგრაფიულმა, მუსიკალურმა მასალებმა პროექტს „პატარა კონფერენციის“ სახე მისცა.
პროექტმა მოსწავლეებს შესძინა ცოდნა ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი. მათ ასევე განსაზღვრეს ადამიანის როლი ამ საკითხებთან მიმართებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სასწავლო ნაწილის გამგე - დ.ზარქუა და პედაგოგები: ნ.შეროზია ,ნ.უბილავა, ნ.მესხია და ც.ჭანტურია.
სკოლაში მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ვიდეოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი შეიცვლება - სახალხლო დამცველის რეკომენდაციას სამინისტრო გაიზიარებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება