| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის პედაგოგის - ია გორგაძის, ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში პატრიოტული ღონისძიება მოაწყეს.
ღონისძიება საქართველოს არც ისე შორეულ წარსულში დატრიალებულ ტრაგედიას, 9 აპრილის მოვლენებს მიეძღვნა, დღეს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაედო საფუძვლად.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს 9 აპრილის ტრაგედიაზე, წაიკითხეს ლექსები, გაითავისეს ამ დღის მნიშვნელობა და იმ გმირთა თავდადება, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა სიტყვებში იგრძნობოდა ქართული სულისა და გენის გამოძახილი. ისინი წარსულის გმირებზე და მათ საქმეებზე გულანთებული საუბრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა.
„რაც მთავარია აქ არ იყო მხოლოდ წარსულის გახსენება, აქ იგრძნობოდა მომავალი თაობის ეროვნული სული. ცხადად ჩანდა,რომ საქართველოს ისინი არასდროს და არავის დაუთმობენ“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად