სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„იავნანამ რა ჰქმნა?!“-  ლელოვნის საჯარო სკოლაში ლამაზი, შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა
10-04-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იქ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღი შესაბამისად აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მე-5 - მე-7 კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებლის ნათია ღვინიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

მათ სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი შეასრულეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ადამიანის ცხოვრებაში დედის როლზეც ისაუბრეს. მათ საყვარელი მშობლების გახარება შეძლეს. 

საზეიმო განწყობას სადღესასწაულოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება