სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საყუნეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
10-04-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში 9 აპრილს თემატური ღონისძიება მიეძღვნა.

ის ისტორიის მასწავლებლების - ფატი თაბუნიძისა და დიანა ვედიაკოვის ორგანიზებით, სკოლის თვითმმართველობის ჩართულობით, გაიმართა. ღონისძიებაში ყველა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მონაწილეობდა. 

მე-11 კლასის მოსწავლე ლუჩია ხაჩიძემ VI, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებს 9 აპრილის მოვლენებზე პრეზენტაცია წარუდგინა. გარდა ამისა, მოსწავლეებმა საინფორმაციო ვიდეორგოლს უყურეს, ასევე შექმნეს პოსტერი, რომელზეც მადლობის წერილები დაიტანეს და ის ადამიანები გაიხსენეს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას თავი შესწირეს. 

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება