| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლა-პანსიონის ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნეს.
პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული კონცერტი - რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ძეგლთან გაიმართა.
საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატმა, ხელოვნების სკოლა-პანსიონის მოსწავლეთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა - „არსიანმა“ (ხელმძღვანელი ჯონი დუგლაძე) ქართული ხალხური ცეკვები შეასრულა;
ხოლო მუსიკალურ ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ მრავალგზის ლაურეატმა და „გრან-პრის“ მფლობელმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა (ხელმძღვანელი ტარიელ ხუციშვილი) ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.
გიმნაზიის მოსწავლეებმა კი ქართველ პოეტთა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს;
ქართველთა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა საკუთარი ლექსები: „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ოცდაათი ვერცხლი“ და „ხმალი ავლესოთ ქართველებო“ წაიკითხა.....
დამოუკიდებლობის 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებს მიესალმა უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბატონი მირიან წიკლაური, რომელმაც საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ის ბედნიერი დღეები გაიხსენა.
აღსანიშნავია, რომ 9 აპრილი - ეს არის ერთი დღე, ორი დიდი ისტორიული მნიშვნელობით. ეს დღე ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად