სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ბავშვობაში მასწავლებლობანას ვთამაშობდი და ისე ვასრულებდი საშინაო დავალებებს“ - ბლიც-ინტერვიუ  ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგ ნანა ნარსავიძესთან
10-04-2024
-
+


ნანა ნარსავიძე ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც დიდი ბედნიერებაა, როცა მოსწავლეებისგან სიყვარულს გრძნობს, ხედავს, რომ მის გაკვეთილებს სიამოვნებით ესწრებიან  და აქტიურად არიან ჩართულნი პროცესში. გამოირჩევა მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულებით და ზრუნავს, ინტელექტუალური თაობების აღზრდაზე. 

etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანა ნარსავიძესთან:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ტოლერანტობა, ყურადღება, მეგობრობა. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში მაშინაა დისციპლინა, როცა ირგვლივ მეგობრული გარემო სუფევს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ყოჩაღ! მშვენიერია! ძალიან მომეწონა!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უფრო მეტ დროს დაუთმობდი მეცადინეობას, უფრო სიღრმისეულად ვისწავლიდი სასწავლო მასალას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, კარგად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- როდესაც მოსწავლეებს მასწავლებელი უყვართ, სიამოვნებით ესწრებიან მის გაკვეთილს და აქტიურად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ვფიქრობ, ეს უკვე დიდი წარმატებაა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- განსაკუთრებით მაინტერესებდა და ვოცნებობდი მასწავლებლობაზე. შინ მისული მასწავლებლობანას ვთამაშობდი და ისე ვასრულებდი საშინაო დავალებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება