| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნატო ავალიანი ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის მასწავლებელია, მისთვის კრეატიული აზროვნება კარგი მასწავლებლის აუცილებელი თვისებაა, თავადაც გამოირჩევა შემოქმედობითობით, რაც მის გაკვეთილებს მეტად საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის. პოზიტიურობითა და მოსწავლეებთან უშუალო ურთიერთობებით, განათლების სადარაჯოზე დგას და მოსწავლეების ინტელექტზე ზრუნავს.
etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნატო ავალიანთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- კრიტიკული აზროვნება; საკუთრი ხედვა, იყოს მკვლევარი, კომუნიკაბელურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მეგობრული გარემო, ანუ როცა სკოლაში მეგობრული გარემო სუფევს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ, კარგი ბავშვები ხართ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი სასწავლო მასალებს რათა უკეთ მიმეღწია მიზნისთვის.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- ვფიქრობ დადებითად.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლის აქტიური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და მათი მომღიმარი, ბედნიერი სახეების ყურება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მინდოდა გამოვსულიყავი ექიმი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა