სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებელი აუცილებლად უნდა აკვირდებოდეს მუშაობის შედეგს, ითვალისწინებდეს ბავშვის შესაძლებლობებს“ - ნანა კვიციანი, ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგი
10-04-2024
-
+


ნანა კვიციანი ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლისთვისაც ბავშვების სიყვარული უპირობოდ მნიშვნელოვანია, ზრუნავს მოსწავლეთა წინსვლასა და წარმატებაზე და მათი ყველა მიღწევა მისთვის საამაყოა. ამ ღირსებებით შემკული კი ღირსეულად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ნანა კვიციანთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებელი აუცილებლად უნდა აკვირდებოდეს თავისი მუშაობის შედეგს ბავშვებთან, მასწავლებელს აუცილებლად უნდა უყვარდეს ბავშვები, მასწავლებელი უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის შესაძლებლობებს.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- რომ მოსწავლემ დაიცვას კლასში შემუშავებული წესები.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „აბა ბავშვები ყურადღებით მომისმინეთ“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებდი რომ მოვემზადო არჩეული საგნებში, რის საფუძველზეც სტუდენტი უნდა გავხდე.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ დამახასიათებდნენ თბილ, მხიარულ და ზოგჯერ ბრაზიან და მკაცრ პედაგოგად.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლე, რომელიც დასაწყისში არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში და ბევრი შრომის ჩადების შემდეგ საუკეთესო მოსწავლე ხდება, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მათემატიკა, ქართული.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში ახარებთ, პედაგოგთა ღვაწლის დაფასება და ყველა პედაგოგს კიდევ ერთხელ ულოცავენ პროფესიულ დღესასწაულს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება