სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7692-მა მოსწავლემ სწავლა სავალდებულო განათლების მიღებამდე შეწყვიტა - 2023 წლის სახალხო დამცველის ანგარიში
14-04-2024
-
+


საქართველოს კონსტიტუციის 35 მუხლში ვკითხულობთ: ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო -კონსტუციის 35 მუხლი ყოვეწლიურად ირღვევა... 2023 წელს საბაზო განათლების მიღებამდე ანუ 9 კლასის დასრულებამდე სწავლა 7692-მა მოსწავლემ მიატოვა, აღნიშნულ ინფორმაციას სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ.

ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევკრებთ ვნახავთ, რომ 9 კლასის დასრულებამდე, ანუ კონსტიტუციით განსაზღვრული სავალდებულო განათლების მიღებამდე სწავლა 25,660 არასრულწლოვანმა შეწყვიტა, იქიდან გამომდინარე რომ განათლების სამინისტროს მიერ სწავლის მაჩვენებლის მიზეზების მონიტორინგი არასრულფასოვანია, რთულია იმის თქმა, გააგრძელეს თუ არა სხვაგან სწავლა ამ მოსწავლეებმა, რამდენი მათგანი წავიდა საზღვარგარეთ, რამდენმა მათგანმა შეწყვიტა სწავლა ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო... 

„მიუხედავად, სწავლის შეჩერების/მიტოვების რეალური საფუძვლების გამოკვეთისა და აღრიცხვისა, სტატისტიკის წარმოების კუთხით სახალხო დამცველის რეკომენდაციისა და იმისა, რომ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხის დასახვეწად, სტატისტიკა კვლავ მნიშვნელოვან დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევების ისეთი საფუძვლები, როგორიცაა „მშობლის განცხადება“, „გაცდენების ზღვრული რაოდენობა“ ან „სხვა“, ბავშვის საგანმანათლებლო პროცესიდან ჩამოშორების თუ დროებით ჩამოშორების მიზეზების თაობაზე რეალურ ინფორმაციას არ იძლევა", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება