სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჯარისკაცების ცხოვრების გაეცნენ 
04-04-2024
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლი მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

3 აპრილს, მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში, სადაც გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი.

მოსწავლეები გაეცნენ ბრიგადის დაარსების ისტორიას, მოინახულეს ინფრასტრუქტურა, კერძოდ სპორტული კომპლექსი, საცხოვრებელი ყაზარმა და სამხედრო სასადილო, სადაც მოსწავლეებმა სამხედროებთან ერთად ისადილეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე ამაღელვებელი იყო მე-2 ქვეით ბრიგადაზე რიცხული შეიარაღებისა და ტექნიკის დათვალიერება.

სამხედრო ნაწილში მიღებასა და ღია კარის დღის გამართვისათვის სკოლა მადლობას უხდის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს და სრულიად თავდაცვის ძალებს.

აღნიშნულ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: მაიორი როინ მაკარაძე, მასტერ სერჟანტი დავით მოსიავა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება