სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ ლომიძე საუკეთესო მასწავლებლის სამ ძირითად თვისებას ასახელებს და etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს
03-04-2024
-
+


რატომ ირჩევენ ადამიანები მასწვალებლის პროფესიას? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, ამოსავალი ბავშვების სიყვარული გახლავთ, რომელიც ნებისმიერი დროისა თუ საუკუნის პედაგოგიკას საფუძვლად უდევს.

სწორედ ეს მთავარი პრინციპი მოქმედებს ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის, ბეღლეთის საჯარო სკოლაში და ბავშვების სიყვარულზე ხდება შემდეგ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის დაშენებაც.

ბეღლეთის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, ნადიმ ართმელაძის სახელობის, ხულოს მუნიციპალიტეტის, ბეღლეთის საჯარო სკოლის დირექტორი, რამაზ ლომიძე პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიონალიზმი, კომუნიკაბელობა, პასუხისმგებლობის გრძნობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეებთან შეთანხმებული წესების დაცვასა და მათ შეხსენებას, საჭიროების შემთხვევაში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მეგობრებო...

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- სწორად ავირჩევდი პროფესიას, მაქსიმალურად გამოვიყენებდი დროს და მეტად მოვემზადებოდი სასურველი შედეგის მისაღწევად...

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- საუკეთესო მასწავლებლად და მენეჯერად.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- 14 მოსწავლიდან 8 მედალოსანი მოსწავლე გვყავდა... განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი, სადაც სკოლაც და მათ შორის პერსონალურადაც დავჯილდოვდით ტექნიკით.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ისტორია,და მათემატიკა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება