სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები 1991 წლის რეფერენდუმიდან 33-ე წლისთავს საინტერესო ღონისძიებით გამოეხმაურნენ
02-04-2024
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება და მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმთან დაკავშირებით, მე-7 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება მოაწყვეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, პრეზენტაციები მოამზადეს და წარმატებით წარადგინეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ 1991 წლის 31 მარტს საქართველოს მასშტაბით მოეწყო მოსახლეობის საერთო-სახალხო გამოკითხვა. მის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“
რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა, რაც იმავე წლის 9 აპრილს მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გაფორმდა.

იხილეთ ვიდეო და პრეზენტაცია ბმულზე:

პრეზენტაცია



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება