| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.
უფროსკლასელებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომელთა შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. პრეზენტაცია შემდგომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. მათ საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას ასევე შეუერთდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები. ისინი სხვადასხვა საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ. ხელები ფერადი საღებავებით მოიხატეს და სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეს დღე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს