| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლაში ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს გარემოს სიყვარული შთააგონონ და ამ კუთხით მათი ცნობიერება აამაღლონ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლა 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღის აღსანიშნავ კამპანიას შეუერთდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო სახის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა წარადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, ისაუბრეს წყლის რესურსების როლზე, გლობალურ მნიშვნელობასა და მდგრად მართვაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გეოგრაფიის მასწავლებელი ეთერი ნოზაძე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი