სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თვითმმართველობის დღე ვარდისუბნის საჯარო სკოლაში
02-04-2024
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, თვითმმართველობის დღე ჩატარდა.

„ეს მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან მათ ერთი დღით მოირგეს სკოლის სტრუქტურული ერთეულების როლი და დამოუკიდებლად მართეს სასკოლო ცხოვრების თითოეული ასპექტი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით ჩაერთნენ აქტივობებში. მათ შესაძლებლობა მიეცათ განევითარებინათ ლიდერული უნარები.

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად გაართვეს თავი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღის ბოლოს დაღლილები, ამაყები და ბედნიერები დიდი ემოციებით უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთსა და სკოლის თანამშრომლებს.

თითოეულმა მონაწილემ სხვა თვალით დაინახა სკოლა, მასწავლებლის პროფესია, სკოლის ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის როლი.

„მეგობრებო, თქვენ ხართ ჩვენი საამაყო და ღირსეული მომავალი. მადლობა გაწეული შრომისა და პასუხისმგებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

​მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება