სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია“ - უშანგი დუმბაძე, მეძიბნის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე
29-03-2024
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის, მეძიბნის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.

რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, მეძიბნის საჯარო სკოლის პედაგოგი, დირექტორის მოადგილე - უშანგი დუმბაძე პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კარგი მასწავლებელი ხშირად სვამს კითხვებს და იცის პასუხების მოსმენა; კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია;
კარგ მასწავლებელს შეუძლია ცოდნა ემოციებით გადასცეს.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- კლასში დისციპლინა ნიშნავს კლასის მართვას. კლასის მართვა სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტია, ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა მასწავლებელს საშუალებას აძლევს შექმნას მოსწავლეებზე ორიენტირებული, პროდუქტიული გარემო, სადაც ყოველი მოსწავლის საჭიროება თუ მოთხოვნილებაა გათვალისწინებული და დაკმაყოფილებული, რაც მნიშვნელოვნად აისახება მოსწავლის განვითარებაზე, მის ფიზიკურ და ემოციურ უსაფრთხოებაზე. კლასის ეფექტურ მართვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როდესაც მოსწავლეების ქცევას კონკრეტული წესები არ აწესრიგებს, მასწავლებელს დიდი ძალისხმევის  გაღება უწევს მშვიდი, მოწესრიგებული სასწავლო გარემოს შესანარჩუნებლად, რაც უარყოფითად აისახება საკლასო კლიმატზე, სწავლების ეფექტურობასა და მოსწავლეების უსაფრთხოებაზე.

კლასის მართვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია საკლასო წესებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვაა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- თუ გინდა მშიერ ადამიანს დაეხმარო, თევზის მაგივრად, ანკესი მიეცი და თევზაობა ასწავლე...

- აბიტურიენტი რომ ვიყო....

- აბიტურიენტი რომ ვიყო მაინც პედაგოგობას ავირჩევდი პროფესიად.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- სავარაუდოდ კარგად დამახასიათებენ: დისციპლინური, მეგობრული, პასუხისმგებლიანი...

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეებთან თამნამშრომლობა, რაც ზრდის ეფექტს სასწავლო პროცესში

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- პედაგოგიური საქმიანობა.

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება