სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მადლობა უფალს, რომ ჩემი მოსწავლეების შედეგებით მიფასდება შრომა“ - ნუნუ ჩაკვეტაძე, ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგი
28-03-2024
-
+


რატომ ირჩევენ ადამიანები მასწვალებლის პროფესიას? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, ამოსავალი ბავშვების სიყვარული გახლავთ, რომელიც ნებისმიერი დროისა თუ საუკუნის პედაგოგიკას საფუძვლად უდევს.

სწორედ ეს მთავარი პრინციპი მოქმედებს ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლასურიაშის საჯარო სკოლაშიც და ბავშვების სიყვარულზე ხდება შემდეგ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის დაშენებაც.

მასწავლებლისთვის კი ყველაზე დიდი ჯილდო საკუთარი მოსწავლეების წარმატებაა და სწორედ ამაზე საუბრობს ბლიც-ინტერვიუში ლასურიაშის საჯარო სკოლის პედაგოგი ნუნუ ჩაკვეტაძე:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებელს, უპირველეს ყოვლისა, უნდა უყვარდეს ბავშვები, პატივს სცემდეს და აფასებდეს მათ, იყოს მიმტევებელი, პროფესიონალი, რომელიც განათლებას (ცოდნას) მარტო კი არ აძლევს, არამედ მონაწილეობს მათ აღზრდაში. თსუ-ს დამთავრების შემდეგ, 52 წელია ვდგავარ განათლების სათავეებთან ყველა რგოლში - ვიყავი მეთოდისტი, ინსპექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე, სკოლის დირექტორი. პენსიაში გასვლის შემდეგ დავრჩი ქიმიის მასწავლებლად მშობლიურ ცაგერისა და ლასურიაშის საჯარო  სკოლებში. დრო რომ უკან დაბრუნდეს,  სიამოვნებით გავივლიდი იმავე გზას, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება. არასდროს მიღალატია ჩემი საქმისთვის.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებულ სასიამოვნო გარემოს, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის  თანამშრომლობა უმაღლეს პიკს აღწევს სწავლა-სწავლების პროცესში.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ეს გაკვეთილზე,  გაკვეთილის მიზნებზეა დამოკიდებული... შეიძლება იყოს, „არ შეუშინდე შეცდომის დაშვებას,  ჩვენ შეცდომას ვუშვებთ და არ გვეშინია დასჯის!“  მიყვარს, ასევე, იფიქრეთ, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ!“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- აბიტურიენტი რომ ვიყო,  აუცილებლად იმავე გზას გავივლიდი, რაც გავიარე...

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებენ თქვენი მოსწავლეები?

- წარმომიდგენია, როგორ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმებენ „პილპილმოყრილი მადლისათვის“. ალბათ, იტყვიან მკაცრი, მომთხოვნი, ობიექტური მასწავლებელიაო. მათი ჩემდამი სიყვარული ჩემს მარტოობას მიმსუბუქებს, მილამაზებს. ამასთან ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც.

- ყველაზე დიდი წარმატება ,რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ?

სიყვარული, სითბო, მადლიერება ,რომელიც ხშირად განმიცდია ცაგერისა და ლასურიაშის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შედეგებიდან ეროვნულ ოლიმპიადებსა თუ გამოცდებზე.  მიღებული ცოდნის რეალიზების გამო ამავე სკოლების სასკოლო საზოგადოებიდან.

წარმოიდგინეთ, მოულოდნელი სატელეფონო ზარი ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლისაგან, ვასილ ქარსელაძისგან, რომელიც გახარებს, რომ ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადის მეორე საპრიზო ადგილის და  ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა და სკოლაც გრანტით ჯილდოვდება.

ზუსტად 10 წლის მერე ცაგერის სკოლის მერხიდან ახლადგაფრენილი კაფანდარა გოგონას, თამარ კოპალიანის, სატელეფონო ზარი მადლიერების ნიშნად, რომელიც  გატყობინებს, ქიმიაში ეროვნულ გამოცდაზე მიღებული უმაღლესი ქულის გამო ხდება თსუ-ს 100%-იანი გრანტის მფლობელი, „გალფის“ სტიპენდიანტი.  ამავე მიზეზით სახელდება რესპუბლიკის 10 რეგიონის საუკეთესო პირველკურსელის ათეულში...

მადლობა უფალს, რომ ასეთი შედეგებით მიფასდება შრომა.  ჩემი აღზრდილების მიერ მიღწეული წარმატებების გამო   არაერთგზის მითქვამს, ამისთვის ღირს ჩემი სიცოცხლე-მეთქი.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- სკოლაში მაინტერესებდა ყველა საგანი. განსაკუთრებით მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია. არჩევანში არ შევმცდარვარ - ამ საგნებმა ჩამომაყალიბეს იმად, ვინც დღეს ვარ. მეც ხომ ვიყავი მოსწავლე, ამიტომაც მადლობა და ნათელი ზეციურ საქართველოში ჩემს მასწავლებლებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება