სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ შენი საქმის კარგი მცოდნე არ ხარ, ნდობასა და პატივისცემას ვერ დაიმსახურებ“ - ნანა თირქია, ბიის საჯარო სკოლის დირექტორი
28-03-2024
-
+


რატომ ირჩევენ ადამიანები მასწვალებლის პროფესიას? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა ფაქტია, ამოსავალი ბავშვების სიყვარული გახლავთ, რომელიც ნებისმიერი დროისა თუ საუკუნის პედაგოგიკას უდევს საფუძვლად.

სწორედ ეს მთავარი პრინციპი მოქმედებს ხობის მუნიციპალიტეტის, ბიის საჯარო სკოლაშიც და ბავშვების სიყვარულზე ხდება შემდეგ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის დაშენებაც.

პროფესიონალი მასწავლებლები მუდმივად იღვწიან, მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება, თუმცა იმისთვის, რომ სკოლა იყოს წარმატებული, წინსვლაზე ორიენტირებული და სამაგალითო, საჭიროა მაღალი თანამშრომლობითი კულტურა, ერთმუშტად შეკრული კოლექტივი და ამ ყველაფრის საფუძველს სწორედ ლიდერი წარმოადგენს.

ასეთი დირექტორი ჰყავს ბიის საჯარო სკოლას - ნანა თირქია etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, ჰუმანურობა... ვთვლი, რომ თუ შენი საქმის კარგი მცოდნე არ ხარ, ნდობასა და პატივისცემას ვერ დაიმსახურებ, მით უმეტეს, სკოლაში! თუ ამბიცია გაქვს, იყო კარგი მასწავლებელი და ლიდერი, სამართლიანობა და ჰუმანურობა აუცილებელია...

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- თანამშრომლობას, ნდობასა და პატივისცემას...

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „დასვით კითხვები და ერთად ვეძებოთ ჭეშმარიტების გასაღები“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- კარგად დავფიქრდებოდი პროფესიის არჩევანში და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მივიღებდი ჩემი ინტერესებიდან და მზაობიდან გამომდინარე.

ვთვლი, რომ ადამიანი უნდა დაეუფლოს იმ საქმეს, რაც მას ყველაზე უკეთ გამოსდის, რათა შეძლოს თავისი და ახლობელი ადამიანების საოცნებო მომავლის უზრუნველყოფა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- კომპეტენტურ, სამართლიან და ქარიზმატულ ადამიანად... ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის რათა შენ მოგყვნენ და დადებითი გავლენა მოახდინო მათზე...

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი წარმატება სასწავლო პროცესში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაა, მათ მიმართ ნდობა და მაღალი მოლოდინებია...

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- კოსმოსი - ეს ინტერესი ახლაც არ გამნელებია... იმდენად დიდია ჩემი ინტერესი, ყველაფერს პირობითად ციური სხეულების სახელს ვარქმევ. ადამიანს უჭირს თუ ულხინს, თვალები ზეცისკენ აქვს აპყრობილი. კოსმოსი ჩემი ჰობია, ჩემი ბერმუდის სამკუთხედი, ამოუხსნელი კროსვორდი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება