| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხულოს მუნიციპალიტეტის, პაქსაძეების საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. ასეთ დროს კი მნიშვნელოვანია, სკოლაში თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო უმაღლეს დონეზე იყოს და მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებოდნენ.
რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს? - ეს ის კითხვებია, რომლებზეც არც მზა პასუხები არსებობს და არც წარმატების მზა ფორმულა, თუმცა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები დაგვეხმარება, შევადგინოთ ერთიანი სურათი, რომელიც რეალურად დაგვანახებს, რა სჭირდება თანამედროვე სკოლას წარმატებისთვის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს, პაქსაძეების საჯარო სკოლის პედაგოგი, ნარგიზ გელაძე პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- თავაზიანობა, საგნის სიყვარული, ბავშვების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- პოზიტიური გარემოს შექმნას;
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ, რა კარგად გიშრომია.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ვისწავლიდი გულმოდგინედ
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- დადებითად...
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- სერტიფიცირების მიღება...
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- მასწავლებლის პროფესია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა