სიახლეები
პიროვნება

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების დაშვების“- თამარ დოლიაშვილი, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი
22-03-2024
-
+


დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებელმა თამარ დოლიაშვილმა სულ რამდენიმე თვეა, რაც სკოლაში მუშაობა დაიწყო. ამ დროს განმავლობაში, კი მოსწავლეებს თავი ძალიან შეაყვარა. 

ამის დასტურია ისიც, თუ როგორ დაახასიათეს პედაგოგი საკლასო აქტივობის ფარგლებში. მათი აზრით, 
თამარ დოლიაშვილი მზრუნველი, ყურადღებიანი, საინტერესო, მიზანდასახული, მოწესრიგებული, მხიარული ადამიანია. მასწავლებელი სხვადასხვა მიდგომით მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს. ამჯერად მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- მასწავლებლობა ერთ-ერთი გამორჩეული პროფესია, რომელშიც კონკრეტულად სამი ძირითადი თვისების მკაფიოდ გამოყოფა თითქმის შეუძლებელი და წარმოუდგენელია თუმცა, ამჟამად მე ვეცდები, რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვან თვისებაზე გავაკეთო აქცენტი. პირველ რიგში, ასეთ თვისებად მიმაჩნია, სამართლიანობა, ობიექტურობა. ობიექტურობა მოიაზრებს პიროვნების მიმართ მიუკერძოებლობას, რეალობის ადეკვატურად აღქმას. კონკრეტულად სკოლის კონტექსტში კი, ობიექტურობა რამდენიმე კუთხით შეგვიძლია მიმოვიხილოთ.

  • მოსწავლეთა შეფასება;
  • მოსწავლეთა მიმართ დამოკიდებულება;
  • სწავლების პროცესი.

თავისთავად, შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტია. შეფასების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ობიექტურობის დაცვაა. დაწყებით საფეხურზე მოსწავლეები არ ფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით სწორედ  იმიტომ, რომ მოცემულ ეტაპზე არ იწერება ნიშნები. შესაბამისად, განმავითარებელი შეფასების მთავარი მიზანია დაეხმაროს და გააუმჯობესოს სწავლის პროცესი და არა უბრალოდ ნიშნით შეაფასოს ის. მოსწავლე ობიექტურად ფასდება მაშინ, როდესაც შეფასება არ არის დამოკიდებული მასწავლებლის პირად მოსაზრებებზე, მის დამოკიდებულებაზე. ცალსახად სკოლა ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, სადაც მუდმივი კომუნიკაციაა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. შესაძლებელია, რომ მასწავლებელს კონკრეტულ შემთხვევაში გაუჭირდეს მოსწავლის ობიექტურად შეფასება, რადგან მან ყველაზე კარგად იცის მოსწავლის ცოდნის დონე. იმისათვის, რომ არ დარჩეს ადგილი სუბიექტური შეფასებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს კონკრეტული კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შეფასდებიან ბავშვები, ერთმნიშვნელოვნად ეს კრიტერიუმები მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული და ამასთანავე, გაზომვადიც უნდა იყოს. შესაბამისად, ასეთი კრიტერიუმები ხელს უწყობს, მოსწავლეებში და მშობლებში ობიექტურობის გაზრდას და ამასთანავე მათთვის მარტივად აღსაქმელია, თუ სად არიან ისინი, რა არის მათი ძლიერი მხარე, რა აქვთ გასაუმჯობესებელი და როგორ უნდა გაუმჯობესონ ეს ყოველივე.

მეორე ასეთ კრიტერიუმად გამოვყოფდი ემპათიურობას. ემპათია ის თვისებაა, რომელიც ვფიქრობ მასწავლებელს ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან მას ყოველდღიურად უწევს იმდენი ბავშვის ცხოვრებით იცხოვროს, რამდენ მოსწავლესთანაც აქვს შეხება, დამეთანხმებით, ყველა მასწავლებელს უწევს საგაკვეთილო პროცესში იყოს მოსწავლეებისთვის მაგალითი სხვადასხვა კუთხით, თანაგრძნობის გამოხატვით, ამასთანავე მათ კანში აღმოჩენით და მათი ყოველდღიური წამატებების თუ წარუმატებლობის გაზიარებით. თანაც ეს ის თვისებაა, რომელიც სხვადასხვა თვალსაზრისით პროფესიული წარმატების საფუძველიცაა. ამასთანავე სწორედ ემპათიაა ჩაგვრისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმების პრევენციის მთავარი გასაღები. როგორც წესი, მე ჩემს თავს ვაყენებ ჩემი მოსწავლეების ადგილას და ვცდილობ მათი პერსპექტივიდან, სრულიად სხვა კუთხით შევხედო კონკრეტულ სიტუაციას და იმავეს მოვუწოდებ ჩემს მოსწავლეებსაც.

და ბოლოს, პროფესიის წარმოუდგენლად დიდი სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენ ჩვენს საქმეში მივაღწიოთ წარმატებას. შესაძლებელია კონკრეტულად, რომელიმე ჩემი საგანი არ მოსწონდეთ მოსწავლეებს, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა გრძნობენ ჩემს დამოკიდებულებას და პატივისცემას ყველა იმ საგნის მიმართ, რომელსაც მე მათ ვასწავლი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საკლასო ოთახში დისციპლინა, პირადად ჩემთვის, ნიშნავს ყველაფერს, რადგანაც, რაც არ უნდა შესანიშნავად გვქონდეს გაკვეთილი დაგეგმილი და უამრავი საინტერესო აქტივობით გაფორმებული დისციპლინურ პრობლემებს შეუძლია ყველაფერი წყალში ჩაგვიყაროს. სწორედ ამიტომ მასწავლებლად მუშაობის დღიდან ყველაზე დიდ ყურადღებას სწორედ ამ საკითხზე ვამახვილებ, ჩემს ბავშვებთან, რათა მათმა ხშირად უნებლიე, გაუაზრებელმა ქმედებებმა საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა არ გამოიწვიოს. თავდაპირველ ეტაპზე, ხშირად მქონდა გაკვეთილის პროცესში დისციპლინარული პრობლემები, ბევრი ვიფიქრე თუ კონკრეტულად, რომელი სტრატეგიით შევბრძოლებოდი ამ პრობლემას და მივაგენი ჩემთვის ყველაზე საყვარელ მეთოდს, რომელსაც აქტიურად ვიყენებ ჩემს მოსწავლეებთან და ახლა ამ გადმოსახედიდან ვთვლი, რომ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე და შედეგმაც ნამდვილად არ დააყოვნა. მოსწავლეებს შევთავაზე ჟეტონების წამახალისებელი სისტემა, რომლის წყალობითაც ჩემი მოსწავლეები ყოველი დღის ბოლოს აგროვებენ ჟეტონებს მათი ყოფაქცევისა და საგნის ცოდნის მიხედვით. 10 ცალი ჟეტონის დაგროვების შემდგომ კი ამ ჟეტონებს მიცვლიან წამახალისებელ საჩუქარში ეს შეიძლება იყოს: შოკოლადი, რვეული, კალამი, ფანქარი და ა.შ.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- გამორჩეული ფრაზა გაკვეთილზე ნამდვილად არ მაქვს, თუმცა მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მათ არ უნდა ეშინოდეთ შეცდომების დაშვების, პირიქით  სწორედ შეცდომები გვიბიძგებს იმისკენ, რომ ჩვენი ცოდნა სრულვყოთ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- აბიტურიენტი, რომ ვიყო, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით და დიდი რუდუნებით გავივლიდი იმ გზას, რომელიც სულ რაღაც 6 წლის უკან გავიარე, ჩემი აზრით, ეს ის პერიოდია, რომელიც ყველა მოსწავლის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ემოციებთან, განცდებთან და გამოწვევებთან ასოცირდება. სიმართლე რომ გითხრათ, აბიტურიენტობის დროს არც კი ვიცოდი, რა პროფესია უნდა ამერჩია და ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ სად შეიძლებოდა საკუთარი თავის დანახვა 5-10 ან 15 წლის შემდეგ და მივხვდი, რომ ჩემთვის ყველაზე უფრო ნაცნობი, საყვარელი და საინტერესო გარემო სწორედ ჩემი სკოლა, თანაკლასელები და მასწავლებლები იყვნენ, მაშასადამე, ჩემი მომავალი პროფესიაც ამ გარემოსთვის უნდა დამეკავშირებინა. ვფიქრობ, რომ არჩევანის გაკეთებისას ნამდვილად არ შევმცდარვარ მიუხედავად ბევრი სირთულისა და გამოწვევებისა.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- რამდენიმე კვირის წინ ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე აქტივობა, რომლის მიზანი იყოს საკუთარი თავი და თანაკლასელები დაეხასიათებინათ სამი სხვადასხვა ზედსართავი სახელის გამოყენებით, შემდეგ კი ჩვენ უნდა გამოგვეცნო თუ რომელ მათგანზე იყო საუბარი, საკმაოდ საინტერესო და სახალისო აქტივობა აღმოჩნდა, თანაც რადგანაც კლასში სულ 7 მოსწავლე მყავს, როგორც წესი ასეთ აქტივობებში მეც აქტიურად ვმონაწილეობ და მოსწავლეებმა მეც დამახასიათეს. შესაბამისად, მოცემული აქტივობის დახმარებით გამიმარტივდა თქვენს მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან მათ აღნიშნეს, რომ მე ვარ:  მზრუნველი, ყურადღებიანი, საინტერესო მიზანდასახული, მოწესრიგებული, მხიარული და ა.შ.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სულ, რამდენიმე თვეა რაც სკოლაში დავიწყე მუშაობა ამიტომ განსაკუთრებული წარმატებებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა მაქვს ჩემი პატარ-პატარა წარმატებები, რომელსაც ჩემი მოსწავლეების წინსვლასა და განვითარებაში ვხედავ და ამით უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვარ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მოსწავლეობის პერიოდში საკმაოდ ცნობისმოყვარე და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, თითქმის ყველა საკითხი, მოვლენა თუ საგანი მაინტერესებდა, თუმცა განსაკუთრებით ჩემი ინტერესის სფერო მათემატიკა და ისტორია გახლდათ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
5-6 მაისს ტრანსპორტის სამუშაო განრიგი იცვლება, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს - დეტალები
აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და ასხამდნენ აგუნას წვენს
დიდი მარხვის ბოლო დღე - რა უნდა ვიცოდეთ „დიდი შაბათის“ შესახებ
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება