სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ანჟელა წულაიას გარემოსდაცვით თემაზე დაწერილი ესესთვის სერტიფიკატი გადაეცა
21-03-2024
-
+


არაფორმალური განათლება მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების განვითარების ეფექტური შესაძლებლობაა, სწორედ ამიტომ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლა მაქსიმალურად უწყობს ხელს მოსწავლეებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კონკურსებში. 

ამჯერად სკოლა სიამაყით გვაცნობს, XI კლასის მოსწავლეს, ანჟელა წულაიას, რომელსაც სერტიფიკატი გადაეცა ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ მონაწილელეობისთვის. 

საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა IX-XII კლასების მოსწავლეებს შეეძლოთ. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა კი შემდეგ თემებზე იყო შესაძლებელი: პირადი გამოცდილება და მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა; თითოეული მოქალაქის წვლილი და ვალდებულება ტყის დაცვის მიმართულებით; ტყის მერქნული და არამერქნული რესურსების სწორად გამოყენების საჭიროება; ტყეზე ზეწოლის შემცირების გზები; ტყე და კლიმატის ცვლილება; ტყის ხანძრები; ენერგოეფექტურობა, ენერგოეფექტური ღუმელები; ალტერნატიული საწვავი (ბრიკეტი, პელეტი, ნამჯა და ა.შ), როგორც ტყის შეშად გამოყენების შემცირების გზა.

იხილეთ ფოტოები:



 

 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება