სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
21-03-2024
-
+


ყოველი წლის 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ამ დღის მიზანი, დაუნის სინდრომის მქონე პირთა შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. 2024 წელს დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღის თემად „სტერეოტიპების დასრულება“ შეირჩა.

შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლაშიც, რომელშიც მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილობა. 

ფერადი ბუშტებით, ფერადი ხელებითა და წინდებით გალამაზებულმა დღე მხოლოდ მხირულების მომტანი სულაც არ იყო ზემო ჭალადიდის მოსწავლეებისთვის.პედაგოგებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება და განუმარტეს მოსწავლეებს რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა და რა უნდა იცოდნენ ბავშვებმა სინდრომის შესახებ. 

ღონისძიება, რომელსაც დაწყებითების და ქართულის მასწავლებლებმა: ინგა თოლორაიამ,ივეტა ბოკუჩავამ და სოფიო პიჭუტავამ უხელმძღვანელეს მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ხალისი და სიფერადე რომელიც ამ დღეს ჰქონდა, მოსწავლეებისთვის ინფორმაციულადაც დატვირთული იყო. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება