| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება.
ახლახან, ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის უფროსმა მასწავლებელმა - შორენა თეთვაძემ სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, გააცოცხლა მე-19 საუკუნის საქართველოს და მსოფლიოს კულტურა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, როგორც ქართული ასევე უცხოური სიმღერები, დადგეს თეატრალური წარმოდგენები - „ლუარსაბ თაქთაქიძე“, „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ და „მუხამბაზი“.
ღონისძიებას სკოლის საზოგადოებასთან ერთად ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიებამ შთამბეჭდავად ჩაიარა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად