| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან, რათა ახალგაზრდებმა მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ.
ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში გაიმართა შეხვედრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროექტის - „თსუ დესპანი“ წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც სკოლას პროექტის ფარგლებში ეწვია გიმნაზიის კურსდამთავრებული ლილი გაჩეჩილაძეა, რაც სკოლაში ახარებთ.
შეხვედრაზე სტუდენტებმა სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის დაარსების ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, სტუდენტების შეფასების კრიტერიუმები, სასწავლო რესურსები, ასევე ისაუბრეს სტუდენტურ ცხოვრებაზე, სტიპენდიების მოპოვების გზებსა და გაცვლითი პროგრამებში მონაწილეობის პირობებზე.
შეხვედრა ძალიან ინფორმაციული იყო.
„გიმნაზია მუდმივად ზრუნავს მოსწავლეებზე და უზრუნველყოფს მათ ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს მიიღონ ინფორმაცია მათი სამომავლო სტუდენტური ცხოვრების შესახებ“,- გვეუბნებიან საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად