სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ციხისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სიგრძის საზომი ერთეულები საინტერესო პრაქტიკული დავალების დახმარებით შეისწავლეს
13-03-2024
-
+


ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები თეორიულ მასალასთან ერთად, მოსწავლეებს მრავალფეროვან პრაქტიკული დავალებების სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მეტ ინტერესსა და ჩართულობას იწვევს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მასწავლებელ იზა ბოლქვაძის ჩატარებული მეტად საინტერესო გაკვეთილი. მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, თემაზე - „სიგრძის საზომი ერთეულები“ იმუშავეს. საკითხის თეორიულად შესწავლის შემდეგ, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს. შედეგები ზომის სხვადასხვა ერთეულში გადაიტანეს და გამოსახეს.

გაკვეთილი საკმაოდ სახალისო და მიზნობრივი გამოვიდა. 

„ვფიქრობ ამ აქტივობის ძლიერი მხარე იყო ის, რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული“,- ამბობს პედაგოგი იზა ბოლქვაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება