სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დირექტორობის კანდიდატმა ხელის აწევით უნდა მიმართოს კოორდინატორს - რა წესები უნდა დაიცვათ და რა შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან 
08-03-2024
-
+


საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება ელექტრონული ფორმით 2024 წლის 10 მარტს ერთ სესიად ჩატარდება. საგამოცდო ცენტრებში ტესტირება დაიწყება 2024 წლის 10 მარტს 12:00 საათზე.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს ტესტირებაზე ქცევის წესებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

  • საგამოცდო ცენტრში დირექტორობის კანდიდატი რეგისტრაციისათვის უნდა გამოცხადდეს ტესტირებამდე ერთი საათით ადრე.
  • ტესტირებაზე გამოცხადება დირექტორობის კანდიდატმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით რეგისტრაციის დროს.
  • ტესტირებაზე დაგვიანებით გამოცხადებული დირექტორობის კანდიდატი არ დაიშვება ტესტირებაზე.
  • ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება დირექტორობის კანდიდატს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.
  • დირექტორობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დირექტორობის კანდიდატი ტესტირებაზე არ დაიშვება.
  • დირექტორობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი, წყალი პლასტმასის ბოთლით და საწერი კალამი (შავ ფურცელზე მუშაობის მიზნით).
  • დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს თან იქონიოს პირადი ჰიგიენის საგნები.
  • დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭიროებს საათობრივად კვებას ან მედიკამენტების მიღებას, თან უნდა იქონიოს საკვები და შესაბამისი მედიკამენტები, რაც რეგისტრაციის დროს უნდა გადასცეს უფლებამოსილ პირს.
  • ტესტირების ხანგრძლივობა შეადგენს 5 საათს.
  • ელექტრონული რეგისტრაციის ეტაპზე შესაბამისი ცნობით დადასტურებული მხედველობის პრობლემების მქონე დირექტორობის კანდიდატებს, ასევე - იმ პირებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებენ საათობრივად კვებას, შესაბამისი მედიკამენტის მიღებასა ან ერთ წლამდე ბავშვის გამოკვებას, ტესტზე სამუშაოდ მიეცემათ დამატებით 30 წუთი.
  • რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრატორი დირექტორობის კანდიდატს განუსაზღვრავს მისთვის განკუთვნილ საგამოცდო ადგილს, რის შემდეგაც იგი იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს.
ტესტირების მიმდინარეობისას დირექტორობის კანდიდატებს უფლება აქვთ სამუშაო მაგიდაზე თან იქონიონ მხოლოდ:

საგამოცდო ბარათი;
საწერი კალამი;
კოორდინატორის/დამკვირვებლის მიერ გადაცემული ფურცელი;
წყალი (პლასტმასის ბოთლით);
პირადი ჰიგიენის საგნები;
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

დირექტორობის კანდიდატებს ეკრძალება:

მობილური ტელეფონის ქონა (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში);
სხვა ელექტრონული მოწყობილობის ქონა (თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში);
დამხმარე მასალის - სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების (გარდა კოორდინატორის/დამკვირვებლის მიერ გადაცემულისა) ქონა;
გადალაპარაკება;
დახმარების გაწევა ან მიღება;
სხვა პირისათვის რაიმე სახით ხელის შეშლა;
სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება.

აკრძალული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, დირექტორობის კანდიდატს მიეცემა წერილობითი გაფრთხილება და ჩამოერთმევა აღნიშნული ნივთი;

დირექტორობის კანდიდატი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება ტესტირებიდან:

  • წესის დარღვევის განმეორების შემთხვევაში;
  • წესრიგის უხეში დარღვევის შემთხვევაში;
  • ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის შემთხვევაში.
დირექტორობის კანდიდატი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის/კოორდინატორის გადაწყვეტილებას, მათ შორის, ტესტიდან მოხსნის შესახებ;

ტესტირებიდან მოხსნის შემთხვევაში, ტესტი არ გასწორდება და დირექტორობის კანდიდატი შეფასდება 0 ქულით.

დირექტორობის კანდიდატს ეკრძალება სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება, სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან (დამკვირვებელი/კოორდინატორი) ერთად, რისთვისაც დირექტორობის კანდიდატმა ხელის აწევით უნდა მიმართოს დამკვირვებელს/კოორდინატორს.

დირექტორობის კანდიდატმა დამკვირვებელს/კოორდინატორს უნდა მიმართოს ხელის აწევით.

დირექტორობის კანდიდატი უფლებამოსილია ტესტირების მიმდინარეობისას მოითხოვოს სპეციალური ფურცელი.

დირექტორობის კანდიდატი ტესტზე მუშაობას შეუდგება დამკვირვებლის/კოორდინატორის მიერ ტესტირებაზე ქცევის წესების სრულად გაცნობისა და შესაბამისი მითითების შემდეგ.

ტესტირებისათვის განკუთვნილი დროის ამოწურვისთანავე, სისტემა ავტომატურად გაითიშება და დირექტორობის კანდიდატს აღარ ექნება შესაძლებლობა გააგრძელოს ტესტზე მუშაობა. ასეთ შემთხვევაში, დირექტორობის კანდიდატი შეფასდება მხოლოდ განსაზღვრულ დროში შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

დირექტორობის კანდიდატმა მისთვის განსაზღვრული საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ დამკვირვებელს/კოორდინატორს უნდა დაუბრუნოს მისთვის გადაცემული სპეციალური ფურცელი და დატოვოს საგამოცდო ცენტრი.

ტესტირების შედეგი გამოქვეყნდება ვებ გვერდზე https://directors.mes.gov.ge/.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როცა განათლება დღესასწაულია - izrune.ge-მ პროექტის ვარსკვლავების დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ბათუმში ჩაატარა

ძლიერი სიცხის გამო დაიხურა ბაღები და სკოლები - საფრანგეთში „წითელი" დონე ამოქმედდა

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია

სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრთა დანიშვნა და ბაღის აღმზრდელთა ჯანდაცვის ხელშეწყობა - კიდევ რა დაევალა მერიის სტრუქტურულ ერთეულს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურულ-კალიგრაფიული პერფორმანსები

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინფორმაციის წყაროები, ისწავლეს ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთისგან გარჩევა

ბავშვებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა დამრიგებელთან -  ანა მეფარიშვილთან გამოთხოვება

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება