სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შეცვლის ვადა გაუხანგრძლივდათ
23-08-2019
-
+


აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შეცვლის ვადა გაუხანგრძლივდათ. რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა აპლიკანტებს 26 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით შეეძლებათ.

„საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისთვის 26 აგვისტოს 18:00 საათამდე შეეძლებათ. ორშაბათს დაიხურება ბაზა და აბიტურიენტები ვეღარანაირი ცვლილების შეტანას ვეღარ შეძლებენ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს და ჩარიცხვებს, სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია თვის ბოლოს გახდება ცნობილი“, - განაცხადა  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

აბიტურიენტმა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოს, რომ:

• იმ შემთხვევაში, თუ მიღებული საკონკურსო ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული სიის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ.

• იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ აპელაციის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებდნენ, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებოდათ, თუმცა, ვადა გახანგრძლივდა.

ასევე იხილეთ: ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები და გათანაბრებული ქულები გამოქვეყნდა

აპელაციის შედეგად 3000 აბიტურიენტიდან შეფასება 648-ს შეეცვალა

აბიტურიენტთა უნივერსიტეტებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი

2019 წლის ეროვნული გამოცდების 3 სავალდებულო საგანში ბარიერი აბიტურიენტების 76%-მა გადალახა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

რომელი ვარიანტები გამოცხადდა რთულად - განათბრებული ქულების ცხრილი ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება