სიახლეები
სიახლეები

„ვინც ოდნავ მაინც იცის ინგლისური, ეს გამოცდა უნდა დაეწერა“ - აბიტურიენტები ინგლისური ენის ტესტის ბოლო ვარიანტს აფასებენ
09-07-2019
-
+


აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდის ბოლო ვარიანტს აფასებენ და აცხადებენ, რომ სირთულით არც მათი ტესტი იყო გამოირჩეოდა.როგორც თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიაკნტები etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, საერთო ჯამში ტესტი საშუალო სირთულის იყო და ვინც ოდნავ მაინც იცის ინგლისური, ეს გამოცდა უნდა დაეწერა.

„ესე უნდა დაგეწერა მოსაზრებაზე სკოლაში მუსიკის კლუბი სჯობს თუ კალათბურთის, წელს ცოტა გაართულეს ჩასასმელი სიტყვები, თავად უნდა მოგეფიქრებინა დროის გარემოება და მსგავსი სიტყვები, თუმცა საერთო ჯამში, რთული არ ყოფილა გამოცდა“, - გვითხრა ირინა გოგელაშვილმა.

„რთული საკითხები არ ყოფილა, ესე იყო შენს სკოლაში კალათბურთის წრის გახსნა გირჩევნია თუ მუსიკისო და ამაზე უნდა დაგეწერა. „ლისენინგებიც“ მარტივი იყო, როგორც წინა ვარიანტებში ახლაც 5 პატარა თემა იყო და შემდგომ კითხვებზე უნდა გეპასუხა, ზუსტად თემები არ მახსოვს მაგრამ არ გამჭირვებია დაწერა. არც „თრუ“ და „ფოლსის“ დავალება გამჭირვებია და სიტყვების ჩასმაც საკმაოდ მარტივი იყო“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა, გუკა მაღრაძე.

„ესეში მოცემული იყო დებულება, სკოლაში ფეხბურთის კლუბის გახსნა სჯობს თუ მუსიკის და უნდა დაგესაბუთებინა რომელი კლუბი სჯობს და რატომ, წერილივით დასაწერი დავალება რაც იყო ვაკანსიასთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ ქართული სამზარეულოს მცოდნე ადამიანი სჭირდებოდათ, რათა იქ ქართულ რესტორანში ემუშავა და კითხვებიც ამაზე უნდა გეკითხა რამდენი იყო ანაზღაურება, რა პასუხისმგებლობას მოიცავდა ასისტენტ-მენეჯერობა და რამდენ წლიან გამოცდილებას ითხოვდნენ. სხვა მხრივ, ტექსტები იყო გასაკეთებელი „თრუ“ და „ფოლსიც“ ძალიან მარტივი იყო ტექსტი იყო მწერალ ქალზე, რომელიც ერთდროულად ყრუ და მუნჯი იყო და მის ცხოვრებას ეხებოდა რა დაბრკოლებები გაიარა ცხოვრებაში და ა.შ. მართლა ძალიან მარტივი იყო, ყველა პასუხი პრაქტიკულად ტესტში პირდაპირ იყო მოცემული.

რაც შეეხება სიტყვების ჩასმას, ეს ტექსტი ატლანტის ოკეანეზე იყო და რომ კითხულობდი, პრაქტიკულად პირდაპირ მოდიოდა თავში ის სიტყვები, რომლებიც გჭირდებოდა. ძალიან მარტივი იყო მართლა. ორი სიტყვა იყო ზედმეტი და იმდენად არალოგიკური სიტყვები იყო, რომ არ გაგიჭირდებოდა დაწერა. საერთო ჯამში, ტესტი საშუალო სირთულის იყო და ვინც ოდნავ მაინც იცის ინგლისური, ეს გამოცდა უნდა დაეწერა“, - გვითხრა თბილისის N175 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა.

„ზოგისთვის უფრო გამარტივებულია ზოგისთვის გართულებული, რადგან აბიტურიენტების ნაწილი მომზადებული იყო უფრო გრამატიკული საკითხებისთვის, ნაწილი კი სალაპარაკო მოსასმენი ინგლისურისთვის. ჩემთვის გამარტივებული არ ყოფილა, მე ინგლისური სკოლა მაქვს დამთავრებული და საკმაოდ მარტივი გამოცდა იყო. როგორც ჩემმა მეგობრებმა და ნაცნობებმა მითხრეს, რომლებიც ასევე აბარებდნენ გამოცდას, წინა წელთან შედარებით, წელს უფრო მარტივი ტესტები იყო“, - გვითხრა ანა მერაბიშვილმა.

ასევე იხილეთ: „პრაქტიკულად ნაჩუქარი ქულები იყო“ - აბიტურიენტები ინგლისური ენის ტესტის III ვარიანტს აფასებენ


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება