სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: „სკოლის დაფინანსების მოდელი უნდა შეიცვალოს“ 
27-12-2018
-
+


„სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი“,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლის დირექტორი უნდა იყოს ლიდერი და კარგი მენეჯერი. 

„სკოლა უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი თუ მას, რაც შეიძლება მეტი, გადაწყვეტილებებისა და ავტონომიურობის უფლება არ ექნა, რთულია ვისაუბროთ იმ ამოცანებზე, რომელიც ეხება ისეთი მაღალი შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენი რეფორმებისგან ველოდებით.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დირექტორები გადაწყვეტილებების მიღებაში. ვფიქრობთ, რომ სკოლის ადმინისტრაციის, სკოლის ფინანსების, სკოლის განვითარების მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ დირექტორებს. ჩვენ ამ უფლებამოსილებით არ აღვჭურვეთ, თავისთავად, ძალიან რთული იქნება ცენტრალური ადმინისტრირებით, რომ ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ მაღალი შედეგი. ეფექტური ხელმძღვანელი ნებისმიერ ორგანიზაციაში გულისხმობს იმას, რომ ის უფლებამოსილია, შეუძლია და იღებს გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრის თქმით, სკოლებში დაფინანსების მოდელი შესაცვლელია.

„ამასთან, ვფიქრობთ, შესაცვლელია სკოლის დაფინანსების მოდელიც. ესეც სკოლის მეტი დამოუკიდებლობის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუმცა არსებული დაფინანსება, რა მოდელით შეიცვლება და იქნება თუ არა ის ჩანაცვლებული საბაზისო დაფინანსებით, ამ მოდელებზე სწორედ ახლა ვმუშაობთ“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება