სიახლეები
სიახლეები

გარე დაკვირვებამდე გასავლელი პროცედურები მასწავლებლებისთვის
05-11-2018
-
+


გარე დაკვირვების გასავლელად რეგისტრაცია 2 330-მა მასწავლებელმა გაიარა.  რეგისტრირებულთა ნაწილისთვის უკვე ცნობილია როდის უნდა ჩაატარონ გარე დაკვირვება, ნაწილისთვის კი კონკრეტული თარიღები ცნობილი სასწავლო წლის ბოლომდე გახდება.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლებს გარე დაკვირვების შესახებ ინფორმაცია eshool-ის ელექტრონულ სისტემაში გამოუჩნდებათ.

როგორია გაკვეთილის გეგმის ფორმა, რამდენი გაკვეთილი უნდა მოამზადოს მასწავლებელმა და რამდენი ხნით ადრე უნდა აიტვირთვოს ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა - ამ და სხვა კითხვებზე პასუხს etaloni.ge გთავაზებთ.

გარე დაკვირვებაზე რეგისტრირებული მასწავლებელი მისთვის განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ 5 სამუშაო დღით ადრე ვალდებულია, ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს შესაბამის პერიოდში მიყოლებით ჩასატარებელი 5 გაკვეთილის გეგმა, რომელთაგან ერთ-ერთზე განხორციელდება გარე დაკვრვება.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს გაკვეთილის გეგმასა და მოთხოვნილ დოკუმენტაციას, მის გაკვეთილზე არ განხორციელდება გარე დაკვირვება. მასწავლებელი ვალდებულია, გაკვეთილის ჩატარება დაგეგმოს რეგისტრაციის დროს მითითებულ საგანსა და კლასში. მასწავლებლისთვის გაკვეთილის ჩატარების განსაზღვრული პერიოდის ან/და მასწავლებლის მიერ წარდგენილი ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, მასწავლებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით.

გარე დაკვირვება ერთჯერადი პროცესია და მოიაზრებს ერთ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებას, თუმცა, ის სამი ეტაპისგან შედგება: წინასაგაკვეთილო შეხვედრა, გაკვეთილზე დაკვირვება და გაკვეთილის შეფასება.

გარე დაკვირვება სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლისთვის, რომელსაც 13 კრედიტქულა აქვს მოპოვებული და სურს, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვოს. ამასთან, ამ 13 კრედიტქულიდან 2 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობიდან უნდა იყოს მოპოვებული - პედაგოგს ჩატარებული უნდა ჰქონდეს ან 2 სამოდელო გაკვეთილი თითო-თითო კრედიტქულიანი, ან 1 კვლევა 2 კრედიტქულიანი, დანარჩენი 11 კრედიტქულა უნდა იყოს დამატებითი აქტივობებიდან.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

მოსწავლის ჯამური შეფასების რეპორტის ნახვა - ინსტრუქცია პედაგოგებისთვის

2026 წლის სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება