სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინფორმაცია სკოლებისთვის - თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადა იწურება
19-12-2025
-
+


სკოლებს თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადა 26 დეკემბრის ჩათვლით აქვთ. თვითშეფასება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის - evaluate.eqe.ge გამოყენებით. 

დაწესებულების თვითშეფასების მიზანია: 

ა) დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
ბ) დაწესებულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა;
გ) ცენტრის მიერ ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის ანალიზი ეროვნულ დონეზე.

პროცესში კი ჩართულნი არიან:

ა) დაწესებულების დირექცია/ადმინისტრაცია;

ბ) მასწავლებლები - ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; 

გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მოსწავლეთა წარმომადგენლობა უნდა მოიცავდეს ყველა კლასს და თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი მოსწავლის მიერ;

დ) მშობლები/მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლები. წარმომადგენლობა უნდა მოიცავდეს ყველა კლასს, ხოლო თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი მშობლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.

თვითშეფასებაში ჩართული მხარეები თვითშეფასების კითხვარს ავსებენ და აგზავნიან დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე (evaluate.eqe.ge), რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა)დაწესებულების შესაბამისობის აღწერა ავტორიზაციის სტანდარტებთან/კომპონენტებთან/კრიტერიუმებთან მიმართებით; ბ) დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები; გ) სხვა ინფორმაცია ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის სისტემური შეფასების განხორციელების მიზნებისათვის. თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესი 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება