სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2026 წლის ფერები - რა იქნება აქტუალური ცხენის წელიწადში
22-12-2025
-
+


ჩინური კალენდრის მიხედვით, 2026 წლის სიმბოლო წითელი ცეცხლოვანი ცხენია. აღმოსავლურ კულტურაში ითვლება, რომ წლის სიმბოლოს მთავარ ფერებს იღბლის, წარმატებისა და დოვლათის მოზიდვა შეუძლიათ. მოგიყვებით თუ რა ფერები იქნება აქტუალური 2026 წელს - იმისთვის რომ გამოვიყენოთ ინტერიერის დეკორაციასა და სადღესასწაულო იერსახის შერჩევაში.

რა ვიცით ცეცხლოვანი ცხენის წელიწადზე?

აღმოსავლურ კულტურაში ცხენი არქეტიპია გმირისა, რომელიც ისწრაფვის თავისუფლებისკენ, არჩევანს გულის კარნახით აკეთებს და არადრს ჩერდება შუა გზაზე. ცხენს პატივს სცემენ დამოუკიდებლობისთვის, მიზანსწრაფულობისა და მტკიცე ხასიათვისთვის.

ამასთან, წითელი ცეცხლოვანი ცხენი ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველაზე ენერგიულ და გამოკვეთილ ვერსიად ითვლება. ის აერთიანებს ქარიზმას, ამბიციას და ცვლილებებისკენ სწრაფვას. ითვლება, რომ ცეცხლის ელემენტი აძლიერებეს ისედაც აქტიურ ცხენს და თამამი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. 

რაზეა პასუხისმგებელი ცეცხლის ენერგია ჩინურ კულტურაში?

  • ცხოვრების წყურვილი, ვნება და ენთუზიაზმი;
  • კრეატიულობა და რისკი - სწრაფვა სახელის მოხვეჭისკენ;
  • ლიდერობალ.

რა არის წითელი ცეცხლოვანი ცხენის ძირითადი ფერები? - ძველი ჩინური სწავლების ფენ-შუის თანახმად, თითოეული სტიქია - მეტალი, წყალი, ცეცხლი, მიწა თუ ხე - ერთმანეთზე ნეგატიურ ან პოზიტიურ გავლენას ახდენს.

2026 წელს დომინანტი ცეცხლია.

  • ხე აძლიერებს ცეცხლს, მიწა კი აბალანსებს;
  • ლითონი ცეცხლს სიძლიერის კონტროლში ეხმარება;
  • წყალი კი - ასუსტებს .

შედეგად, წითელი ცეცხლოვანი ცხენის მთავარი ფერები დაკავშირებულია ცეცხლის, მიწისა და ხის სტიქიებთან. სტიქიებს, როგორც ვიცით, თავისი განსაზღვრული ფერი აქვთ. მეტალი - თეთრია, წყალი - შავი, ცეცხლი - წითელი, მიწა - ყვითელი, ხე კი - მწვანე.

შესაბამისად, წლის მთავარი ფერი წითელია.

წითელი ცეცხლის ფერია, წლის მთავარი ელემენტის. ითვლება, რომ ის ფინანურ კეთილდღეობას იზიდავს;

აქტუალურია მწვანე, ნეფრიტისფერი - როგორც სიციცხლისუნარიანობის სიმბილო;

ყვითელი, ხორბლისფერი, ჟანგისფერი  - მიწის ფერებია, მიწა და ცეცხლი ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული „ელემენტური წყვილია“. 

ასევე, წელს აქტუალური იქნება მარჯნისფერი (იზიდავს სიყვარულს) ალისფერი (კარიერული წარმატებისთვის), ბროწეულისფერი (ფინანსების მოზიდვისთვის) და გამომწვარი თიხის ფერი (აძლიერებს ოჯახურ კავშირებს).

იხილეთ ასევე - წითელი ცეცხლოვანი ცხენი - რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება