სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ ნაძვის ხე ჯერ არ დაგიდგამთ - წინ ძლიერი ენერგეტიკული დღეებია 
19-12-2025
-
+


როდის უნდა დავდგათ ნაძვის ხე? - ამ კითხვაზე პასუხი ერთნაირად აერთიანებს ტრადიციებს, ემოციებსა და პირად არჩევანს.

ზოგისთვის ნაძვის ხე დეკემბრის დასაწყისშივე ქმნის საახალწლო განწყობას, სხვებისთვის კი მისი დადგმა მხოლოდ ახალი წლის დამდეგს არის სიმბოლური.

თუმცაღა, ჩვენთვის ახალი წელი სურვილების ასრულებასთან ასოცირდება, ამიტომ რატომ არ ვაქციოთ დღესასწაულის მთავარი სიმბოლო ბედნიერების მოსაზიდ მთავარ რიტუალად?

თუ ნაძვის ხე ჯერ არ დაგიდგამთ, აღმოსავლური სწავლების - ფენ-შუის ოსტატები საუკეთესო თარიღებს გვიზიარებენ. 

2025 წლის დეკემბერში განსაკუთრებით ძლიერი ასტრონომიული დღეები 21-22 დეკემბერია.

მეტად გამორჩეული თარიღია 21 დეკემბერი - ზამთრის მზებუდობა. ფენ-შუის სწავლების მიხედვით, ეს დღე განსაკუთრებული სიმბოლური ძალის მატარებელია.

ამ დღეს ღამე ყველაზე გრძელია, თუმცა სწორედ 21 დეკემბერიდან იზრდება დღის ხანგრძლივობა. ბუნებაში იწყება ახალი ციკლი - გარდატეხა სიბნელიდან სინათლისკენ. ძველად, ადამიანებს სწამდათ, რომ სახლში ნაძვის ტოტების დაკიდვით ბნელ ძალებს გაფანტავდნენ. 

ფენ-შუიში მიიჩნევა, რომ ამ დღეებში გაკეთებულ საქმეს გრძელვადიანი ენერგეტიკული გავლენა აქვს. 

მარადმწვანე ნაძვი სიცოცხლის, გამძლეობისა და უწყვეტობის სიმბოლოა, მისი დადგმა მზებუდობის დღეს ნიშნავს სურვილს, სახლში შევიტანოთ განახლება, იმედი და პოზიტიური ენერგია.

ამ დროს მთავარი საახალწლო რიტუალი სიმბოლურად აღიქმება, როგორც ოჯახში კეთილდღეობის, სიხარულისა და სტაბილურობის მოწვევა.

ნაძვის ხის დასადგმელად ასევე სასურველი დღეებია - 24-25 დეკემბერი, ეს ორი თარიღი განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. 25 დეკემბერს კათოლიკური სამყარო ქრისტეს შობას აღნიშნავს.

30 -31 დეკემბერი კი ტრადიციული დროა მათთვის, ვისთვისაც ნაძვის ხის დადგმა ახალი წლის დამდეგს არის სიმბოლური.

იხილეთ ასევე: წითელი ცეცხლოვანი ცხენი - რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება