| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა, რომელიც შსს აკადემიასა და ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ეხება.
ე.წ. შსს აკადემია 2026 წლის 1-ელი მარტიდან გახდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია.
დოკუმენტით ასევე განისაზღვრა: „აკადემია, სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება:
ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;
ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას“.
კანონს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას შეეძლება სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.
დოკუმენტი იხილეთ ბმულზე - https://matsne.gov.ge/ka/document/view/6697339?publication=0
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას