სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სახალისო და შთამაგონებელი აქტივობები მოსწავლეებისთვის წინასააახალწლოდ - იდეები პედაგოგებს
21-12-2025
-
+


წინასაახალწლო პერიოდი სკოლებში განსაკუთრებული ენერგიითაა სავსე. დრო, როდესაც მოსწავლეები დღესასწაულის მოლოდინში არიან და სასწავლო სემესრის ინტენსიურობაც პიკს აღწევს, იდეალურია მათთვის შთაგონების მისაცემად. ამ პერიოდს შემოქმედებითობა და კრეატიულობა განსაკუთრებით უხდება და ცხადია შთაგონების გარეშე არც მოსწავლეები უნდა იყვნენ.

გაგიზიარებთ რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც დაგეხმარებათ მოსწავლეების მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაში

შექმენით სადღესასწაულო ატმოსფერო კლასში - დეკორაციების დახმარებით შეგიძლიათ კლასში ჯადოსნური გარემო მოაწყოთ, რომელიც ისე არაფერს უხდება, როგორც სასწაულებით სავსე ახალ წელს. მარტივი მორთულობებიც კი – საახალწლო ბურთები, ფერადი ნათურები ან მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები დადებითად იმოქმედებს მათ განწყობაზე. კლასის გაფორმების პროცესში ჩართეთ თავად მოსწავლეები, რათა იგრძნონ, რომ მათი მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

წაახალისეთ კრეატიულობა საახალწლო პროექტებით - შესთავაზეთ მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ საახალწლო თემატიკის ხელოვნების ან წერის პროექტებში. მაგალითად:

• შექმნან საახალწლო ბარათებირომლებსაც მეგობრებს, პედაგოგებს ან მათთვის ძვირფას ადამიანს გადასცემენ
• მოიფიქრონ ისტორიები და დაწერონ მოთხრობა სადღესასწულო თემაზე. 
• მოაწყეთ ნახატების კონკურსი საახალწლო თემაზე.

ჩართეთ თემატური გაკვეთილები - დღესასწაულის თემა შეიძლება გაკვეთილებში სხვადასხვა გზით დაინერგოს:

• ისტორია: შეისწავლეთ ახალი წლის ტრადიციები სხვადასხვა კულტურაში.
• მათემატიკა: დაგეგმეთ აქტივობები საახალწლო თემატიკის ამოცანებით.
• ენა და ლიტერატურა: წაახალისეთ მოსწავლეები წაიკითხონ საახალწლო მოთხრობები და ისაუბრონ მათ შთაბეჭდილებებზე.

გახადეთ დრო საზოგადოებისთვის სასარგებლო - მოსწავლეები ხშირად შთაგონებას პოულობენ მაშინ, როდესაც სხვებისთვის სარგებელი მოაქვთ. შეგიძლიათ მოაწყოთ:

• ბარათების და საჩუქრების დამზადება ასაკოვან ადამიანებისთვის ან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.
• სათამაშოების ან წიგნების შეგროვების კამპანია ბავშვებისთვის. ამგვარი აქტივობები მოსწავლეებს აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ პოზიტიური გავლენის მოხდენა სხვების ცხოვრებაზე.

დაამატეთ დღესასწაულის ელემენტები ყოველდღიურობაში - შექმენით ყოველდღიური „საახალწლო გამოწვევა“, სადაც თითოეულ დღეს მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო და საგანმანათლებლო დავალებებს შესთავაზებთ. მაგალითად:

• „დაასახელე 5 რამ, რისთვისაც მადლიერი ხარ წელს.“
• „დაწერე პატარა მიზანი, რომელსაც ახალი წლისთვის ისახავ.“

ამგვარი აქტივობები მათ დღევანდელობასაც აამაღლებს და მომავალზე დაფიქრებასაც შთააგონებს.

შექმენით დასასვენებელი, მაგრამ პროდუქტიული გარემო - მოსწავლეებს წინასაახალწლო პერიოდში ხშირად აქვთ სტრესი გამოცდების ან დავალებების გამო. გაკვეთილების დაგეგმვისას გაითვალისწინეთ, რომ დრო მიეცეთ განტვირთვისთვის. შესვენებები, სასიამოვნო მუსიკა და თამაშები დაეხმარება მათ ენერგიის აღდგენაში.

სიურპრიზი და ჯილდოები - მაგალითად, საახალწლო ლატარი მათთვის, ვინც კლასში განსაკუთრებულად გამოიჩენს თავს. ჯილდოები შეიძლება იყოს სიმბოლური, მაგრამ ეს აქტივობა მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.

წინასაახალწლო პერიოდი სასწავლო პროცესის განსაკუთრებული ნაწილია. ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ მოსწავლეების კრეატიულობა, თანაგრძნობა და კოლექტიური მუშაობა განსაკუთრებულად განავითაროთ. რაც მთავარია, მათთან ერთად ეს პერიოდიც უფრო დასამახსოვრებელი და სასიამოვნო გახადოთ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

17 წლამდე მოზარდები ელექტროსკუტერებით ვეღარ გადაადგილდებიან - შეზღუდვები მიქირავება-მიყიდვასაც ითვალისწინებს

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ

„მადლობა თქვენ, ჩვენ კი გვიმრავლდეს ფერადი დღეები და წლები!“

„ვულოცავთ, სკოლის დირექტორს ამ მნიშვნელოვანი აღიარებას“

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში

 

 

პედაგოგის ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა და პროფესიონალთა დიდი მოწონება დაიმსახურა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება