სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის გადასაცემი მედლები მზად არის
29-10-2018
-
+


2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებს. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრომ 3,133 მედალი საბოლოოდ ჩაიბარა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Etaloni.ge-ს განათლების მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა. 

2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების დარიგების დღე ცნობილი უახლოეს დღეებში იქნება. მედლების გადაცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში მოხდება. 

"გეტყვით, რომ რაოდენობრივად გასაცემია 2 209 ოქროსა და 924 ვერცხლის მედალი“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა და მედლების გადაცემის გაჭიანურებაზე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა.

"მედლების გაცემა გარკვეული მიზეზების გამო გაჭიანურდა. ეს იყო ექსპერტიზის პრობლემა, სამხარაულის ბიუროს მიერ უნდა დადგენილიყო მედლების შესაბამისობა, მათი ხარისხი და სწორედ ეს იყო დაგვიანების მიზეზი. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე დადგენილია შესაბამისობა, დამაკმაყოფილებლად არის მიჩნეული მედლების ხარისხი და დაჯილდოების თარიღი უახლოეს დღეებში დადგინდება“, - აღნიშნა მონიტორინგის სამმართველოს უფროსმა. 

Etaloni.ge  ასევე დაინტერესდა რა ეტაპზეა 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემის პროცედურები, რაზეც ეკა ხუციშვილმა გვიპასუხა, რომ კომისია ჯერ ისევ ხარვეზიან სიებზე მუშაობს.

„ამ ეტაპზე კომისია მუშაობს ხარვეზიან სიებზე. დაახლოებით 137 საქმე იყო შესასწავლად გადმოგზავნილი, აქედან უკვე შესწავლილია 84 საქმე, ზუსტდება დარჩენილი ხარვეზები, რის შემდგომაც დაიწყება მედლების შესყიდვის პროცედურები, რაც თავის თავში მოიცავს ისევ ხარისხობრივი კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენას და აქაც უახლოეს მომავალში დაიგეგმება გაცემის ცერემონიალი“, - განაცხადა ეკა ხუციშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება