TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

​რატომ შეუწყდათ უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვების შემდეგ სტუდენტებს სოციალური დახმარება
11-10-2018
-
+


სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტის მიერ დანიშნული სტიპენდიის გამო, მათ ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი უწყდებათ. 

წელიწადნახევრის განმავლობაში სტუდენტისთვის სტიპენდიის დანიშვნის შემდგომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები პარტია „ახალ საქართველოს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ  მიაწოდა.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნინი ამბობს, სტიპენდიის მოპოვების შემდეგ როგორც კი პირველი თანხა ჩაერიცხა, მის ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნა.

„როგორც კი 300 ლარი ჩამერიცხა, მაშინვე შემიწყდა სოციალური დახმარება. დავრეკეთ სოციალურ სამსახურში და ვკითხეთ რა ხდებოდა. მითხრეს, რომ გაარკვევდნენ, მაგრამ 2-3 თვის განმავლობაში, სანამ ამ ამბავს გაარკვევდნენ ოჯახის ყველა წევრს შეუწყდებოდა სოციალური დახმარება. ეს ფაქტი ძალიან ცუდია, რადგან იმის მაგივრად, რომ სტუდენტების წახალისება მოხდეს, პირიქით არის, გამოვიდა, რომ ჩემ გამო სოციალური დახმარება ჩემი ოჯახის ყველა წევრს შეუწყდა“, - ამბობს ნინი.

„თუ ოჯახში რამდენიმე წევრია და რომელიმე მათგანს 150 ლარზე მეტი შემოსავალი დაუფიქსირდება, სოციალური დახმარება მთელს ოჯახს ეხსნება“- ეს დადგენილება კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

სახელმწიფო სტიპენდია წარჩინებულ სტუდენტებს ერთი სემესტრის განმავლობაში 750 ლარის ოდენობით ერიცხებათ. სტიპენდიის მოპოვების მიზეზით სოციალური დახმარების შეწყვეტა მიუღებელია იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ.

სტუდენტების თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მიდგომა, სტუდენტს მოტივაციას უკარგავს რადგან, გამოდის რომ კარგი სწავლით და სტიპენდიის მოპოვებით იგი საფრთხის ქვეშ აგდებს ოჯახის სხვა წევრებს. როგორც სტუდენტების ნაწილი აცხადებს, ასეთი ქმედება ბოროტებაა და სტუდენტების დემოტივაციას წარმოშობს.

სოციალური მომსახურეობის სააგენტო კი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნა მხოლოდ სტიპენდიით არ არის განპირობებული და სტატუსის შეცვლა ოჯახების შესწავლის შედეგად ხდება.

„იმ პირებს, რომლებსაც დახმარება სტიპენდიის დარიცხვის შემდგომ შეუწყდათ, მხოლოდ ამ მიზეზით არ იყო განპირობებული. თითოეული ოჯახი შესწავლილია და ნათლად გამოჩნდა, რომ ოჯახებს საარსებო შემწეობის მინიჭების საჭიროება დამოწმების მომენტში ჰქონდათ. თუკი ოჯახი წარმოადგენს დოკუმენტს ბაზაში არსებული შემოსავლების ცდომილების შესახებ, დეკლარაცია გადაითვლება და დაუდგინდება შესაბამისი ახალი სარეიტინგო ქულა“,- აცხადებენ სოციალური მომსახურეობის სამსახურში.

წყარო: "იმედის დილა"



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

სიახლეები
საზოგადოება