სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ქვეყანა, სადაც რეპეტიტორობა აკრძალულია - კერძო მასწავლებლებს სანქციები, რიგ შემთხვევაში კი პროფესიული საქმიანობის აკრძალვა ემუქრებათ 
17-01-2026
-
+


ჩინეთში 2021 წლიდან კერძო რეპეტიტორობაზე მკაცრი შეზღუდვები არსებობს. სახელმწიფომ სასკოლო საგნებში კომერციული რეპეტიტორობა აკრძალა. რეგულაციის მთავარი მიზანი მოსწავლეებზე აკადემიური წნეხის შემცირება და ოჯახებისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა. შედეგად კი მნიშვნელოვნად შეიზღუდა და პრაქტიკულად აიკრძალა კერძო რეპეტიტორობა.

რა იკრძალება?

  • დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის აკრძალულია რეპეტიტორობა სასკოლო საგნებში;
  • საგანმანათლებლო კომპანიებს არ შეუძლიათ რეპეტიტორობის მომსახურებიდან მოგების მიღება;
  • აკრძალულია საგანმანათლებლო კომპანიებში უცხოური ინვესტიციები;
  • ასევე სასწავლო საათების მიღმა აკრძალულია სკოლის საგნებში ონლაინ და კერძო გაკვეთილები.

რა არის დაშვებული:

  • რეპეტიტორობა ხელოვნებაში, მუსიკაში, სპორტსა და სხვა კლასგარეშე საგნებში;
  • ინდივიდუალური გაკვეთილები, იმ პირობით, რომ ისინი არ არის კომერციული (მაგ., ნათესავებისთვის რეპეტიტორობა);
  • ზრდასრულთა განათლება და პროფესიული მომზადება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებლებს, რომელთაც სახელმწიფო მკაცრად უკრძალავს ანაზღაურებად კერძო გაკვეთილებს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, მათ სანქციები ემუქრებათ. კანონის თანახმად, მასწავლებელს, რომელიც რეპეტიტორობას ეწევა, შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა - დაწყებული გაფრთხილებითა და საყვედურით, დასრულებული სკოლიდან გათავისუფლებით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, მასწავლებელი შესაძლოა მოხვდეს ე.წ „შავ სიაში“, რაც გულისხმობს განათლების სფეროში მუშაობის სრულ აკრძალვას.

ფინანსური პასუხისმგებლობაც ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. არალეგალური რეპეტიტორობით მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს მიერ კონფისკაციას ექვემდებარება, ხოლო დამრღვევ პირს შესაძლოა დაეკისროს მნიშვნელოვანი ჯარიმა. გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც პედაგოგებს მასწავლებლის სერტიფიკატი უუქმდებათ, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას სრულად უზღუდავს.

ეს ზომები მიზნად ისახავს საგანმანათლებლო უთანასწორობის შემცირებას და ბავშვებში სასწავლო სტრესისა და გადატვირთვის წინააღმდეგ ბრძოლას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება