სიახლეები
სიახლეები

ნათლისღება ნათლულმა უნდა მიულოცოს თუ ნათლიამ და რას ნიშნავს უმძრახი წყლის ტრადიცია - რა უნდა ვიცოდეთ საუფლო დღესასწაულის შესახებ
19-01-2026
-
+


19 იანვარს თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი, ნათლისღება აღინიშნება.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის მონათვლას.

იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან მაცხოვარიც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მოენათლა იგი, მაგრამ მაცხოვარმა უპასუხა: ასე იყოს, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე..

სახარების თანახმად, როცა მაცხოვარი წყლიდან ამოდიოდა, გაიხსნა ცა და ღვთის სული მის თავზე და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მას ზედა. ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოესმა "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ".

ამ დღესასწაულს ღვთის გაცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას სამება გამოეცხადა. წმ. იოანე ოქროპირის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვითონ სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განეწმინდა კაცთა ცოდვები და მათთვის ნათლისღების მაგალითი ეჩვენებინა.

სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესიც და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

ამ დღესთან დაკავშირებით 19 იანვარს საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა.

ნათლისღებით ძველი რჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. უფალმა წყლითა და სულიწმინდით განაახლა ცოდვებისგან დამძიმებული კაცის ბუნება.

ნათლისღების დღესასწაულს თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი. საქართველოს ზოგიერთ სოფელში ხდება მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში და გალობს ნათლისღების ტროპარს.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად.

იმ პერიოდში, როცა საქართველოში იკრძალებოდა წირვა-ლოცვა და ყველა საეკლესიო დღესასწაული, ნაკურთხი წყალიც არსად იშოვებოდა, ამიტომ ჩამოყალიბდა ხალხში „უმძრახი წყლის“ ტრადიცია.

განსაკუთრებით სოფლის ხალხი მისდევდა ძველად ამ წესს და დღემდე ბევრგან შემორჩა. „უმძრახი წყლის“ არსი იყო შემდეგი: ნათლისღების დღეს ოჯახის რომელიმე წევრი დილით ძალიან ადრე უნდა გასულიყო სახლიდან, წაეღო წყლის ჭურჭელი ისე, რომ არავისთვის ხმა არ გაეცა, არც დალაპარაკებოდა ვინმე. ამ დღეს თუ შემთხვევით ძმა ძმას შეხვდებოდა სისხამ დილით წყლის ჭურჭლით ხელში, ერთმანეთს როგორც ორი უცნობი ადამიანი, ისე ხვდებოდნენ უსალმოდ, ყველამ იცოდა სასწაულმოქმედი წყლის ძალა და ტრადიციის ამბავი. სახლიდან გამოსული ადამიანი უნდა მისულიყო წყალთან, დაებანა პირი (როგორც ერთგვარი განწმენდა), გარდაესახა პირჯვარი და უკან სახლამდე ისევე შეუმჩნევლად დაბრუნებულიყო, თან წყალი მოეტანა.

თუ ამ წესს შეასრულებდა ზედმიწევნით, სწორად ეს წყალი ითვლებოდა წმიდა წყლად, მას ინახავდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ვიდრე ახალი წყალს არ მოიტანდა ოჯახის რომელიმე წევრი ნათლისღებას სახლში. ამ წყალს, წარმატებისა და ბარაქისათვის, ასხურებდნენ ყველგან- სახლში, ეზოში, საქონლის სადგომში, ბაღებსა და ვენახებში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სამსაფეხურიანი პროგრამა მოიცავს 180 საკონტაქტო საათს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

რომელი სკოლა აშენდება პირველ რიგში, კომისია გადაწყვეტს - უფლებამოსილებასა და განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს

„არჩევითი საგნების რაღაც კომპონენტები შემცირდება და მაინორ საგნების ხარჯზე მოხდება დადარება“ - მინისტრის მოადგილე

„16 სექტემბრიდან ვიდრე 31 დეკემბრამდე - ასეთი არჩევანი უკვე აღარ არსებობს... დავაცადოთ ბავშვებს ბავშვობა“ - პირველკლასელთა ასაკი განსაზღვრულია

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის არ არის ახალი პროექტებზე მუშაობა

ამ დღეს მოსწავლეებმა ერთმანეთისთვის საყვარელი ნაწყვეტები საჯაროდ წაიკითხეს, გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები

სასწავლო პროცესს პედაგოგი მაია რიჟამაძე ხელმძღვანელობდა

მოსწავლეები ერთმანეთს აცნობდნენ თავიანთ საყვარელ წიგნებს, ხმამაღლა კითხულობდნენ საინტერესო ამონარიდებს და ამავე დროს ერთობლივად განიხილავდნენ ლიტერატურულ პერსონაჟებსა და ისტორიებს

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება