სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მიზნით, სკოლის დაფინანსებას უზრუნველყოფს მასწავლებლის სახლი“ - ბრძანება
20-01-2026
-
+


„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესის, პროგრამის შინაარსის, განხორციელების ვადებისა და დაფინანსების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, სამინისტრო ბენეფიციართა შესახებ ცენტრს აწვდის შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს:

ა) დროებითი საიდენტიფიკაციო ან დროებითი ბინადრობის მოწმობით მინიჭებულ პირად ნომერს;

ბ) სახელსა და გვარს;

გ) დაბადების თარიღს (რიცხვი/თვე/წელი);

დ) სქესს;

ე) მოქალაქეობას;

ვ) სტატუსს;

ზ) ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს საქართველოში;

თ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის თანხმობის განაცხადს, ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;

ი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

კ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;

ლ) ფოტოსურათს, ზომით ¾-ზე.

თავის მხრივ კი მასწავლებლის სახლი  ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სკოლას და ასევ უზრუნველყოფს სკოლის დაფინანსებას:

ა) მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით;

ბ) კომპიუტერის, მულტიფუნქციური პრინტერის, კარტრიჯის, საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის მიზნით;

გ) ზედნადები ხარჯების (კომუნალური გადასახადები) დაფარვის მიზნით, რომლის ოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საერთო თანხის 3%-ისა.

„ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული პროგრამის შესაბამისად“, - ნათქვამია დოკუმენტში.

სრული ინფორმაცია სკოლის ვალდებულებისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადების შესახებ იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 
გაკვეთილს ესწრებოდნენ კათედრის წევრები, კლასის დამრიგებელი, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
 
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მას და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება