სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი თუ მოსწავლე გაკვეთილზე არ მიდის ან საპატიო მიზეზის გარეშე აგვიანებს
24-01-2026
-
+


რა ხდება, როცა მოსწავლე გაკვეთილზე არ მიდის ან საპატიო მიზეზის გარეშე აგვიანებს და როგორ უნდა მოიქცეს პედაგოგი ან/და დამრიგებელი - დეტალური ინსტრუქცია და მითითებები კანონითაა გაწერილი.

1. საპატიო მიზეზით მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია შეატყობინოს მოსწავლის კლასის დამრიგებელს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი საგნის მასწავლებლის ინფორმირებას.


2. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ შესაბამისი საგნის მასწავლებელი არ არის ინფორმირებული, შესაბამისი საგნის მასწავლებელი მოსწავლის დაგვიანების/საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კლასის დამრიგებელს/უფლებამოსილ პირს. კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ და დაადგინოს მისი მიზეზი.


3. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და დაგვიანების შესახებ, კლასის დამრიგებელი/უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული აცნობოს მანდატურსა და სკოლის დირექციას.


4. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა საგაკვეთილო პროცესზე და აღნიშნულის შესახებ არ არის ინფორმირებული მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი, ამასთან ვერ ხერხდება მოსწავლის ადგილსამყოფლის დადგენა ან/და მოსწავლესთან დაკავშირება, მანდატური/უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს „112“-ს.


5. თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/დაგვიანება გახდა მიზეზი არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, მანდატური/უფლებამოსილი პირი ფაქტის შესახებ ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგის/მობილური ჯგუფის გამოძახება, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.

7. მანდატური/უფლებამოსილი პირი ამისამართებს მოსწავლეს მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში (სამმართველოში).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სასკოლო ფორმები დაახლოებით 100 ლარი ეღირება

მასწავლებლები ერთდროულად 5 გამოცდაზე დარეგისტრირებას შეძლებენ - NAEC ცვლილებებზე

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„უნდა გვახსოვდეს რომ დედა ენა არის ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი“

გიორგი კეკელიძემ სკოლას მხატვრული საბავშვო ლიტერატურა უსახსოვრა

 

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება