სიახლეები


„პედაგოგები ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ“ - რა წერია მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში
20-06-2018
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 2018-2020 წლის სამთავრობო პროგრამა, „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარადგინა.

52-გვერდიანი პროგრამა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა განათლების სფერო, რომელსაც საკმაოდ ვრცელი ადგილი უჭირავს.

მამუკა ბახტაძის სამთავრობო ხედვაში, ზოგად განათლებაზე საუბარისას, გამოყოფილია პედაგოგების ღირსეული ანაზღაურების საკითხი:

„მთავრობა იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე“, - აღნიშნულია პროგრამაში.

თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რა ვადებში განხორციელდება პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცვლილება და არც ისაა განსაზღვრული, რამდენი შეიძლება იყოს ღირსეული ანაზღაურება. პროგრამის მიხედვით, პედაგოგების ანაზღაურების ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მათი პროფესიული მიღწევების შესაბამისად დაიგეგმება სახელფასო პოლიტიკა“, - წერია პროგრამაში.

რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მამუკა ბახტაძის სამთავრობო ხედვის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას:

„დაინერგება ინტეგრირებული-საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. სკოლებში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, უმაღლესდამთავრებულ პირთათვის გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, უზრუნველყოფილი იქნება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის ამაღლება. სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება სკოლის დირექტორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამების განხორციელება,“ - აღნიშნულია პროგრამაში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმები დააანონსა. სწორედ ამ ცვლილებებზე საუბრობს მამუკა ბახტაძე თავის პროგრამაში.

იხილეთ სამთავრობო პროგრამა სრულად (განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები იხილეთ 33-42 გვერდებზე)

კომენტარები


ეტალონი
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
სააღდგომოდ 400 ლარს ეს ოჯახები მიიღებენ - ბიუჯეტი
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევარი მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს
გარდა თამარ დევდარიანისა, ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრი მასწავლებლები
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება