სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკის ფესტივალში მონაწილეობდნენ
28-05-2018
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაოს საჯარო სკოლაში გამართულ მათემატიკის ფესტივალში მონაწილეობდნენ. 

ერთმანეთს სკოლების ოთხი გუნდი სხვადასხვა ნომინაციაში შეეჯიბრა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. დაისვა უამრავი მნიშვნელოვანი კითხვა. ოლიმპიადის დროს ალექსანდრე ქათამაძის მიერ შემუშავებულ მათემატიკურ ფორმულაზე მისმა შვილიშვილმა ლაშა ბოლქვაძემ ისაუბრა. 

სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ღონისძიების წამყვანებმა და ორგანიზატორებმა მარეხი კოჩალიძემ და ლანა დავითაძემ ღონისძიება სასიამოვნოდ წარმართეს.

„ჩვენი და ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის სამყაროში გვამოგზაურეს, სკოლებს შორის ასეთი ტიპის შეხვედრები, სწავლა-სწავლებას უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის! ორივე სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს ხელი შეუწყოს მოსწავლეთა დაინტერესებას სხვადასხვა საგნების მიმართ. მრავალ იდეას ჩაეყარა საფუძველი მომავალი სასწავლო წლისათვის. ვფიქრობთ სხვა სკოლებიც შემოგვიერთდებიან“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორებმა და რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ მადლობა გადაუხადეს სკოლის თვითმართველობას და მოსწავლეებს და სამომავლო წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები სრულად

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება