სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თანხის დაბრუნების ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის - ვადები და დეტალები
01-04-2024
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასურის დაბრუნების მსურველებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დეტალურ ინსტრუქციას ავრცელებს.

თანხა სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, თუ:

✓ პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა;
✓ აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 4 აპრილის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე;
✓ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.

აგრეთვე, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური გადახდილია მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს, მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა.

გადახდილი თანხა ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან, არაუგვიანეს ერთი თვისა. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.naec.ge. თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება.

გაითვალისწინეთ: თუ პირი გაივლის რეგისტრაციას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას, თუ ძირითადი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე (4 აპრილის 18:00 საათი) მომართავს ცენტრს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.

თუ აბიტურიენტმა დადგენილ ვადებში გადაიხადა რეგისტრაციის თანხა, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, მას შეუძლია მომართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში. ცენტრი განიხილავს განცხადებას და კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება