სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს ამაგი დაუფასეს“ - თბილისის N215 სკოლაში გამართული დაუვიწყარი ღონისძიება
04-03-2024
-
+


თბილისის N215 საჯარო სკოლას ერთ მუშტად შეკრული მოსწავლე-მასწავლებლები ჰყავს. ისინი, სკოლის ხელმძღვანელის - თამილა თამაზაშვილის დაუღალავი შრომის, დიდი ენთუზიაზმისა და უშრეტი ენერგიის დახმარებით, სკოლაში, არაერთ საინტერესო, დასამახსოვრებელ და მრავლისმთქმელ ღონისძიებას მართავენ. ასეთივე საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა გაზაფხულის დღესთან დაკავშირებით გამართული შემოქმედებით ქალთა საღამო, რომელსაც სხვადასხვა სკოლის პედაგოგები, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პოეტი ტარიელ ხარხელაური, მოსწავლეთა მშობლები და სკოლიდან საპენსიო ჯილდოზე გასული დამსახურებული პედაგოგები ესწრებოდნენ, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო ემოციური გახადა. 

ვინაიდან ღონისძიება გაზაფხულთან ერთად ქალებისა და დედის დღის თემატიკას უკავშირდებოდა, ის სიმბოლურად სწორედ დედა-შვილმა გახსნა ქართული ცეკვა - დაისით. დედა, ისევ როგორც მისი შვილი სწორედ N215 სკოლის მოსწავლე იყო, რაც პედაგოგებისთვის, რომელსაც დედის მოსწავლეობის ასაკიც კარგად ახსოვთ სენტიმენტალური აღმოჩნდა. 

პირველი ნომრის შესრულების შემდგომ კი სცენა დირექტორმა, თამილა თამაზაშვილმა დაიკავა და დამსწრე საზოგადოებას გაზაფხულის შემობრძანება მოულოცა:

„მადლობა მოწვეულ სტუმარს - პოეტ ტარიელ ხარხელაურს საღამოს გალამაზებისთვის. ასევე სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებმაც სკოლაში უამრავი წელი იმუშავეს და საუკეთესო თაობები აღზარდეს. ღონისძიებას შემოქმედებით მასწავლებელთა საღამო იმიტომ დავარქვი, რომ ძირითადად პედაგოგები სკოლიდან ისე მივდივართ, ვიკარგებით, მაშინ, როდესაც არავისზე ნაკლებ სამუშაოს არ ვეწევით, ამიტომ, მინდოდა ეს საღამო ქალბატონ დალი მაზნიშვილის სახელობით დავიწყოთ, რომელიც დამსახურებულ პენსიაზე გასული პედაგოგია.

აქვე, ყველას გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას! თბილ, ხალისიან დღეებს გისურვებთ“, - აღნიშნა დირექტორმა, თამილა თამაზაშვილმა.

დირექტორის სიტყვით გამოსვლის შემდგომ, სცენაზე ერთმანეთს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები ენაცვლებოდნენ. სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიული ანსამბლის - „ლამპარის“ მოცეკვავეებმა (მოსწავლეებმა) თავიანთი შემოქმედებით ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზეს. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა 
მშობლები. მოცეკვავე დედა-შვილის ემოციური გამოსვლის შემდგომ განსაკუთრებული მხიარულება შემოიტანა მესტვირიშვილების ოჯახმა, ნინო მესტვირიშვილისა და მისი ვაჟის მიერ შესრულებულმა სიმღერამ მთელი დარბაზი ააცეკვა, მათ შორის სკოლის დირექტორი და ღვაწლმოსილი პედაგოგები. 

გარდა მუსიკალური ნომრებისა, საღამო სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი ნომრებით იყო დატვირთული. ღონისძიებაზე საკუთარი ლექსი წაიკითხა
პოეტმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა და უკვე დამსახურებულ პენსიაზე გასულმა - დალი მაზნაშვილმა და აღნიშნა, თუ რაოდენ ემოციური და განსაკუთრებული იყო მისთვის ეს საღამო.

„მიხარია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთ ჩვენი ყოფილი მოსწავლეები წარმატებით უძღვებიან საქმეს, რომელიც აირჩიეს. აზროვნებენ და მგონია, ჩვენი, პედაგოგების შრომა არ დაკარგულა. ჩემს ყოფილ მოსწავლეებს უყვართ თავიანთი სამშობლო. ჩემთვისაც, სამშობლოს სიყვარული იყო მთავარი, როდესაც ამ პროფესიას ვირჩევდი და მიხარია, რომ ამ სიყვარულის მათთვის გადაცემა შევძელი.

45 წელი ვიმუშავე სკოლაში, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ეს პროფესია, არ ხუნდება, არ ბერდება, არც წლები ეკარება, პირიქით უფრო მაახალგაზრდავებს. 

მადლობა ამ ღონისძიებისთვის ყველას - დირექტორს, მასწავლებლებს, თითოეულ მოსწავლესა და მშობელს. საოცარი დღეა - გაგვიხსენეს პედაგოგები, ქალბატონი თამილა საოცარი ნიჭითაა დაჯილდოებული. მან შეძლო ჩვენი შეკრება და სიყვარულის გამოხატვა. ჩემთვის ნამდვილად ძნელი იყო ამ სკოლიდან წასვლა, გამოსათხოვარი ლექსიც კი დავწერე“, - აღნიშნა პროფესიიდან გასულმა პედაგოგმა.

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა, თითოეულ ქალბატონს ყოჩივარდები დაურიგეს. ამით მადლიერება, სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს მათ მიმართ. სკოლის პროფესიონალი გუნდის მეშვეობით ეს დღე ძალიან ლამაზი, დაუვიწყარი და განსაკუთრებული გამოვიდა. სწორედ ეს ემოციები გაუზიარეს „ეტალონს“ სტუმრებმა.

აღნიშნული შემოქმედებითი საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი მე-5 კლასის ხელმძღვანელი ლია წიკლაური გახლავთ -  „მსგავსი ღონისძიებები, პირველ რიგში, საგანმანათლებლო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამით სტიმულის ვაძლევთ ბავშვებს, მეტი ინტერესი და სურვილი გაუჩნდეთ გაეცნონ პოეზიას, კლასგარეშე ლიტერატურას და გაიცნონ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის წარმატება მოუტანიათ, შრომობენ, იღვწიან იმისთვის, რომ სასიკეთო საქმეები გააკეთონ. ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებზე და სურვილს უჩენს მათ რომ ამ წარმატებული ადამიანების მაგალითს გაჰყვნენ“.

ღონისძიებით კმაყოფილი იყო სკოლის დირექტორი თამილა თამაზაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ „მიზანი შესრულებულია - ბავშვებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს ამაგი დაუფასეს“:

„ჩვენმა მოსწავლეებმა ღონისძიების მეშვეობით პატივისცემა გამოხატეს იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებიც გავიდნენ საპენსიო ჯილდოზე. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ბავშვები მიმხვდარიყვნენ და დაეფასებინათ პედაგოგთა შრომა, რასაც ისინი დებენ მათ განათლებაში. ასევე, ღონისძიებაზე დედაშვილობის საკითხიც წამოვჭერით - ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლებიც აქტიურად ჩავრთეთ ღონისძიებაში, რაც ძალიან მიხარია“, - განაცხადა მან.

კმაყოფილება არც სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძეს დაუმალავს, რომელმაც აღნიშნა, რომ „არაჩვეულებრივი საღამო გამოვიდა. ქალბატონი თამილა სიურპრიზებითაა სავსე. ყოველთვის ასეთ ლამაზ, შემოქმედებით საღამოებს მართავს. პედაგოგების დაფასება, რომლებმაც ყველაზე დიდი შემოქმედება, რაც გააკეთეს - ბავშვებში ჩადეს, ძალიან დიდი შრომა დააფასეს. ძალიან ნაყოფიერი საღამო იყო. აუცილებელი, საჭიროა, მსგავსი საღამოები და ღონისძიებები“.

განსაკუთრებით ემოციური ეს საღამო, ალბათ მაინც მშობლებისთვის იყო. დედების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მშობლების ჩართულობა და მოსწავლეთა თავდაუზოგავი შრომის დანახვა, მათთვის ნამდვილად დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. თავისი ემოციები გაგვიზიარა ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა, ნინო მესტვირიშვილმაც:

„პირველ რიგში, ვულოცავ ქალბატონებს გაზაფხულის შემობრძანებას, სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და დედებს. მეც დედა გახლავართ, ჩემი სამი ვაჟკაცი გაიზარდა ამ სკოლის კედლებში და როგორ შეიძლება ჩემი განწყობა და ემოცია არ იყოს დადებითი. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, ეს დღე ნამდვილად არასდროს დამავიწყდება. დიდი მადლობა N215 საჯარო სკოლის დირექტორს - ქალბატონ თამილას, რომელმაც ეს დღე დღესასწაულად გვიქცია. მან კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, რომ ვართ ბედნიერი დედები. თავად საბავშვო ბაღის აღმზრდელი გახლავართ და რამდენიმე ბავშვის მშობელი ვარ. ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა და ალბათ, მომავალში კიდევ ბევრ თაობას აღვზრდი. ზუსტად ვიცი, პედაგოგთა რამხელა სიყვარულია ჩადებული მოსწავლეთა განათლებაში. ამ პედაგოგების წინაშე ქედს ვიხრი“, - აღნიშნა მშობელმა, ნინო მესტვირიშვილმა.

საპატიო სტუმრებს შორის, როგორც აღვნიშნეთ, პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრძანდებოდა, რომლის სტუმრობამ ბავშვებს მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა. ის ღონისძიების მსვლელობას დიდი ინტერესით, სიამაყითა და ყურადღებით ადევნებდა თვალს და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებით საპატიო სტუმარი აღფრთოვანებული დარჩა.

„ეს არის საოცრად კარგი დასაწყისი გაზაფხულის. გაზაფხულის პირველი დღეები ვის უნდა მიეძღვნას თუ არა დედას, ქალს. გაზაფხული ხასიათითაც ჰგავს მანდილოსანს - სილამაზე, რომ უყვარს სილამაზის განცდისთვის არის ეს დღე. ჩემთვის გაზაფხული არის იმედისმომცემი, განახლების სიმბოლო. სულ სხვანაირი სითბო შემოდის, სხვანაირად სუნთქავ, მიწიდან გრძნობ მის ენერგიას. ამ დღის ერთ-ერთი მიზანი ეს იყო. უნდა შევაჩვიოთ ბავშვები ზამთრის მოლოდინსაც, გაზაფხულსაც - ეს ხომ წუთისოფელია. ბავშვი ხარ, შემდგომ მიდიხარ დასასრულისკენ. სკოლის ხელმძღვანელი, როდესაც მსგავს ღონისძიებებს აკეთებს ძალიან მიხარია. დედებს ვულოცავ დედის დღეს. ქალი, დედა ჩემთვის არის დასაწყისი ყველაფრის. მე სულ ვამბობ ქართველმა დედამ უნდა აიღოს სამშობლოზე პასუხისმგებლობა. აქვე მადლობას ვუხდი დამსახურებულ პედაგოგებს, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ“, - აღნიშნა პოეტმა.

ამ დღის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა სკოლის მოქმედმა პედაგოგმა მარინა ჯანიკაშვილმაც:

„30 წელია, რაც მასწავლებლად ვმუშაობ. ჩემთვის პედაგოგობა ყველაფერია. მეორედ რომ დავბადებულიყავი, ალბათ, კვლავ ამ პროფესიას ავირჩევდი. ძალიან მიყვარს ეს სკოლა, ეს კედლები, ბავშვები, პედკოლექტივი - ეს ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა. ქალბატონი თამილას მოსვლის შემდეგ სკოლაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, ძალიან ენერგიული დირექტორი გვყავს. ჩვენც გვერდით ვუდგავართ და ვცდილობთ, პირველ რიგში, ღირსეული ქართველები გავზარდოთ, შემდგომ კი ჩვენი საგანი ვასწავლოთ.

მე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლავართ და ვცდილობ, სამშობლოს მშენებელი, ღირსეული თაობის აღზრდას, რომელსაც მომავალში უნდა გადავაბაროთ ჩვენი ქვეყანა, რომელიცაა სისხლისგან დაცლილი, დაწრეტილი, ცოტა შელახული, წართმეული ტერიტორიებით. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისეთი თაობა, რომელიც ასეთ ქვეყანას ჩაიბარებს და ააშენებს“, -  განაცხადა პედაგოგმა.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ პედაგოგები ემსახურებიან ყველაზე კეთილშობილურ საქმეს. ამ სკოლის მოქმედ და ახლა უკვე ღირსეულ პენსიაზე გასულ, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს აერთიანებდათ ბავშვების, სკოლის, თავიანთი პროფესიის სიყვარული. მათი სახელი სამუდამოდ ჩაიწერა სკოლის ისტორიაში - ეს ამ საღამომაც სიამაყით დაადასტურა.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტო-ვიდეომალასა:













კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება