სიახლეები
სკოლები

გადაშენების პირას მყოფი თეთრი დათვის „თეთრი ფიქრები“- ჩაის მეურნეობის სკოლის ეკოკლუბელის საინტერესო ჩანახატი და „დასტაქრები“ გარემოს დაცვის სადარაჯოზე
28-02-2024
-
+


27 თებერვალს მსოფლიოში პოლარული დათვების ანუ თეთრი დათვების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის  ეკოკლუბ „დასტაქრების“ წევრებმა - ანი ჯაიანმა, ანასტასია ფუტკარაძემ და ალეკო ბიბინიძემ სასკოლო საზოგადოების წინაშე, პოლარული დათვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მათი დაცვისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მე-8 კლასის მოსწავლე ლიზი ქაროსანიძემ კი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თეთრი დათვის „ფიქრები“ ილუსტრირებული ჩანახატის სახით წარმოადგინა.

თეთრი ფიქრები

მომბეზრდა აქ! აქეთ ყინული! იქით ყინული! იქით დათვები! აქეთ ბელები! საჭმელიც, - სულ თევზი და თევზი! სიცივე და მუდამ სიცივე, ბალახი კი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, ამბობენ ისეთი ფერი აქვს თევზს დაგავიწყებსო - აბა მე რა ვიცი ჩემი ცხოვრების და ოჯახის გამო ვარ გამოკეტილი აქ მათთვის ვშრომობ და მეტი საქმე მე არ მაქვს. ვცხოვრობ ჩემს თავთან და ფიქრებთან ერთად, ჩემი არავის ესმის. ყოველდღე ერთი და იგივე რუტინით. ეხვეწებოდა ღმერთს სიკვდილამდე დედამიწა ენახებინა მისთვის. წავალ, უკეთეს ადგილს მოვძებნი! დედამიწა დიდია, ადგილების მეტი რა არის?! ეჰ, მე მაინც არაფრის გაკეთება არ შემიძლია ამოიბუტბუტა და ამ ფიქრებში ჩათვლიმაც მოასწრო დათვმა. იმას კი ვერ ხვდებოდა, რომ ცხოვრების ხიბლი და სილამაზე მის ჩვეულებრივ ცხოვრებაში იყო. ბევრი იძინა თუ ცოტა საბოლოოდ მაინც გამოეღვიძა. მიიხედ - მოიხედა, გარემო ცოტა არ იყოს ეუცხოა, ოკეანე ცოტა არ იყოს ახლოს მოეჩვენა, მისი ცოლი მატილდა და  მისი შვილები ვერსად იპოვა. მთელი ღამე მათ ძებნაში გაატარა. არა მარტო ისინი, ვერავინ ვეღარ იპოვა ჩვენმა დათვმა, ამას გარდა  ჭამა, რომ დააპირა ერთი თევზი, ერთი სელაპიც კი ვერ იპოვა. დიდხანს იბაჯბაჯა, უკვე შიმშილმაც შეაწუხა, შეწუხდა დათვი, ვერ გაარკვია რა ხდებოდა. ასეთ ფიქრებში, მარტოობაში, სევდაში, შიმშილობასა და მონატრებაში გაატარა რამდენიმე წელი. მან დაკარგა საყვარელი დათვები და ახლა კი დარჩა იმის იმედით, რომ ვინმე გადაარჩენდა. ყოველ დღეს ტირილში ატარებდა, რა უნდა ექნა, რა უნდა ეგრძნო თვითონაც არ იცოდა.

- ღმერთო, არ მინდა დედამიწის არც ერთი კუნჭული თუ მე ჩემს სახლს, ჩემს ოჯახს დავკარგავ, არ მინდა ახალი მეგობრების გაჩენა, ძველი დამიბრუნე თუ შეგიძლია, არც ბალახი მინდა ხასხასა და არც თაფლი ტკბილი თუ თევზს არ მოვინადირებ და ჩემს ტკბილ ოჯახთან ერთად არ შევექცევი მას. ფიქრობდა დათვი და სხეული ნელ- ნელა უთბებოდა, სიცხისგან ბოდავდა, ნერვიულობდა და სინანულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. რატომ არ დავაფასე ჩემი ცხოვრება, რატომ არ მიყვარდა ოჯახი როცა სიყვარულის შანსი მქონდა? რატომ მიკეთებენ ამას? რატომ მაინც და მაინც მე ვიტანჯები. ოხ ადამიანო! ნეტავ სულ არ გეცოდები? რა აზრი აქვს თქვენ სიცოცხლეს თუ ყველაფერი განადგურდება? რატომ არ იაზრებთ ამას? რატომ არაფერს აკეთებთ მთელი ეს დრო? რატომ არავინ მომცა სიცოცხლის შანსი? მე მარტოობაში ვკვდები, რატომ არავინ მეხმარება. თეთრი ფერიც კი მავიწყდება, საკუთარ თავსაც კი ვეღარ ვცნობ. ვინმემ, რომ დამინახოს ვერც კი მიცნობს ალბათ. ნუთუ ეს დავიმსახურე? ამისთვის მოვედი ამ დედამიწაზე რომ სხვისი სიცოცხლის და ბედნიერების ხარჯზე მე მოვმკვდარიყავი? უამრავ კითხვას უსვამდა თავს, მაგრამ პასუხს, იცოდა ვერასდროს მიიღებდა. და მე ისევ არაფრის გაკეთება შემიძლია, ისევ სხვის იმედზე ვკვდები, მე უკანასკნელი პოლარული თეთრი დათვი; გაიფიქრა მან და ღრმად, ღრმად ჩათვლიმა.

                                                                                                                                                     მე-8 კლასის მოსწავლე ლიზი ქაროსანიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პედაგოგიკაში დისბალანსია - სხვაობა კურსდამთავრებულებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის 1815-ია

ვინც პირველ კლასში წელს ვერ წავა, სკოლის ბაზაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა

რა ეღირება სასკოლო ფორმები? - etaloni.ge-ს კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს

სკოლამდელი ასაკის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ისინი პრემიერთან შეხვედრას და გარდამავალი პერიოდის დაშვებას ითხოვენ

ბრალდებულს17 წლადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება