სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ცნობილია, რომელ საგნებში ჩატარდება სკოლებში გამოცდები კლასების მიხედვით - დოკუმენტი ექსტერნატს ეხება
28-02-2024
-
+


„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, ინგლისური ენა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, ელექტრონული ფორმით.

სკოლებს სისტემა არჩევს, რაც შეეხება ტესტებს, სკოლების მიერ წინასწარ წარმოდგენილი ტესტური დავალებებიდან სამინისტრო კომბინირებული ტესტებს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეს პუნქტი არ ვრცელდება არაქართულენოვან სკოლებზე/სექტორებზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჩ​​​7“ ქვეპუნქტის „ჩ​​​7.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რესურსსკოლებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირებზე, ასევე იმ მე-12 კლასელებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ ფასდებიან მხოლოდ ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების საფუძველზე..

დაწყებით საფეხურზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/სემესტრისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში. საბაზო და საშუალო საფეხურზე ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც განმსაზღვრელი შეფასება იწერება.

მინისტრის ბრძანება სრულად იხილეთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება