სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ
27-02-2024
-
+


კერძო სკოლა „ჰელიოსი“ მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს, ამას სკოლაში დანერგილი არაფორმალური განათლებაც განაპირობებს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კლასგარეშე განათლება, რომელსაც მოსწავლე არაფორმალურ გარემოში იღებს იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე საგაკვეთილო პროცესის დროს, რადგან მოსწავლეს უფრო მეტი ინტერესი უჩნდება იმ თემისადმი, რომელსაც პროგრამით გათვალისწინებული მოკლე საინფორმაციო ტექსტები იძლევა.

სწორედ ამ მიზნით, VIIბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს.

მოსწავლეებმა მოინახულეს 4100-მდე ექსპონატი. ასევე, ამ უძველესი საკრავების ჟღერადობასაც ადგილზევე ეზიარნენ და საოცარი ემოციებით დაიმუხტნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დაკვირვებით ისმენდნენ სათითაო ინსტრუმენტის შექმნის, წარმომავლობისა და გავრცელების ისტორიას. 

დღე ძალიან სასიამოვნო, დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება