სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ასეთი საქართველო მინდა!“ - გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კონფერენცია და თემატური კონკურსი მიეძღვნა
26-02-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხაინ სწავლებას და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.

გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო კათედრისა და ხელოვნების კათედრის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „მე ასეთი საქართველო მინდა!“- მიძღვნილი 1921 წლის 25 თებერვლისადმი.

ღონისძიება შედგებოდა ორი ნაწილისგან: თემატური კონფერენცია და ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა შესრულებული ნამუშევრების შიდასასკოლო კონკურსს.

მოსწავლეებმა 25 თებერვალის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ასევე, კონკურსისთვის საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და საკითხის ცოდნა და შემოქმედებითობა წარმოაჩინეს. დასახელდა კონკურსის გამარჯვებულებიც. 

პირველი ადგილი - თეკლა ჩანტლაძე (მეხუთე კლასი);
მეორე ადგილი - ნიკოლოზ სიხარულიძე (მეექვსე კლასი);
მესამე ადგილი - ნანა სიხარულიძე, თაზო გოგოლაძე.

პედაგოგი შორენა ჟღენტი მადლობას უხდის ყველას, ვუსაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„ჩვენ მადლობას ვუხდით ღონისძიებაში ჩართულ ყველა მოსწავლეს! ყველა მასწავლებელს თანამშრომლობისთვის! აუდიტორიას უკუკავშირისთვის! და ვულოცავთ კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს საპრიზო ადგილებს!

გისურვებთ ყველას ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ბედნიერ და წარმატებულ მომავალს!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეები იცნობდნენ საქართველოს ისტორიას, რადგან ამ ქვეყნის მომავალი სწორედ მათი ასაშენებელია. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება