სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 სკოლის მოსწავლეებმა აფორიზმების ხელნაკეთი კრებული შექმნეს
19-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ეს დღე უცხოური ენის კათედრამ ტრადიცულად მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა. 

სკოლის Xგ კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ თამარ ციცვიძის ხელმძღვანელობით მსოფლიო დონის, ლიტერატურული ძეგლის - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“, ქართულად და ინგლისურად აფორიზმები წაიკითხეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, მათ, ასევე ხელნაკეთი აფორიზმების კრებული შექმნეს, სადაც შესაძლებელია ცნობილი აფორიზმების ქართულ-ინგლისური ვერსიის ამოკითხვა.

მოსწავლეებმა, ასევე, წიგნიერების მნიშვნელობაზე ვიდეორგოლის მეშვეობით საინტერესო მიმართვა გააკეთეს - „წიგნი არ არის უბრალო სიტყვების კრებული, ის სხვადასხვა სამყაროს პორტალია, სხვადასხვა პერსპექტივის ფანჯარა და ხიდია, რომელიც კულტურებს შორისაა“.

ეს დღე სკოლის Xგ კლასის მოსწავლეთათვის საინტერსო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

„ვუსურვოთ ჩვენს აღსაზრდელებს საინტერესო მოგზაურობა ამ მრავალფეროვან სამყაროში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება